საზოგადოება

,,ვერ მოიძებნა ამ ლეგენდარული კაცისთვის ადგილი იმ 3550 კაციან სიაში, ივანიშვილი რომ ეხმარება”

ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე:

_ ვინც კულტურის სამინისტროს უდროოდ წასვლას განიცდის, იმათ საყურადღებოდ:
აი, ეს კაცი, ფოტოზე, არის ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ლეგენდა, კინოოპერატორი იური ბარამიძე. ყველა ჯილდოს და რეგალიის მფლობელი, რუსთაველის და ლომონოსოვის პრემიების კავალერი. საქართველოს დამსახურებული არტისტი. რეზო თაბუკაშვილის, გურამ ჟვანიას, გურამ პატარაიას, სხვების და სხვების ფილმების ავტორი.
როდესაც ქართულ კულტურაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ იურა ბარამიძეც. რომელმაც მისი დიდი მძიმე აგური დადო იმ კულტურის აშენებაში, რომლის სახელიც ქვია იმ სამინისტროს.
ბოლოს რომ ვნახე, საზოგადოებისგან მიტოვებული, სრულიად უხასროდ, ერთი შეშის ფეჩის ამარა ატარებდა დღეებს დუშეთის რაიონის სოფელ თანიაანთკარში. რომ ვკითხე ვინმეს თუ გაახსენდი მეთქი, მიპასუხა ეეჰ კარგი რა ღადაობო…
ვერ მოიძებნა ამ ლეგენდარული კაცისთვის ადგილი ვერც იმ 3550 კაციან სიაში ივანიშვილი რომ ეხმარება , ეტყობა ნიჭით ვერ მისწვდა იმ სიის კრიტერიუმებს.
კულტურის სამინისტრომ კი თვეში 200 ლარი ვერ გამოძებნა ასეთი ადამიანებისთვის რომ შეშა იყიდოს და პური აიტანოს სახლში…
კულტურას სამინისტრო არ აკეთებს. კულტურას აკეთებდა იურა და აკეთებს იურას ნაირი ხალხი. რომელიც იმ სამინისტროს სულ ფეხებზე კიდია.
ვექტორები გავასწოროთ და სწორად შერჩეულ ღირებულებებზე ვიდარდოთ ჯობია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close