რედაქტორის გვერდი

ვახტანგ მაისაია: ჯიჰადიზმთან ახალი მსოფლიო ომის პერსპექტივები გაიზარდა

   სირიის სამხედრო-სტრატეგიული კამპანიის დასრულების ფონზე, რომელსაც აწარმოებდდა როგორც რუსული, ისე ამერიკული კოალიციები, ომის დასრულების ილუზია წარმოიშვა, რომლის ლოგიკური შედეგი უნდა ყოფილიყო „დაიშის“ ანუ „ისლამური სახალიფოს“ საბოლოო დამარცხება. მიუხედავად ამისა, გეოსტრატეგიული ფონი კიდევ უფრო გახდა საკმაოდ დაძაბული და 2018 წელს უნდა ველოდოთ სიტუაციის კიდევ უფრო გართულებას.

„დაიში“ მრავალგზის ძალისხმების მიუხედავად, ვერ განადგურდა სირიაში. ამ დაჯგუფებამ გარდასხვა განახორციელა – როგორც ქსელურ-ცენტრული პრინციპით მართულმა აგრესიულმა, არა-სახელმწიფოებრივმა გაერთიანებამ შეცვალა „ბირთვი-ცენტრის“ გეოპოლიტიკური მდებარეობა და სირიასა და ერაყში, კვაზისახელმწიფოებრივი სისტემის დაცემის შემდეგ, მისმა „ბირთვამ“ გადაინაცვალა ცენტრალურ აზიაში, ძირითადად ავღანეთის ჩრდილოეთისა და პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთის რაიონებში, სადაც უკვე გადაინაცვლა 10 ათასამდე „დაიშის“ მებრძოლმა (მათ შორის ქართული სექტორის წარმომამდგენლები) და ხელმძღვანელმა სტრუქტურებმა. „თალიბანთან“ დადებული დროებითი ზავის – „ტანზიმის“ მეშვეობით გაააქტიურა სტრუქტურულ-ორგანიზაციული გადაჯგუფებები ამ რეგონში.

დაახლოებით ანალოგიური, ოღონდ უფრო მცირე ხასიათის აქტიურობა შეინიშნება კავკასიის რეგიონშიც (ორივე სამხრეთ და ჩრდილოეთ არეალებში. სწორედ, საშიში ტერორისტის, ახმედ ჩატაევის გამოჩენა საქართველოში ამის ინდიკაციას იძლევა), სუბ-საჰარასა და მაღრიბის რეგიონებში (სინაის ნახევარკუნძულზე და იემენში კვლავ გააქტიურდნენ „დაიშის“ ნახევრად-მიძინებული ქსელები). თვით სირიაში დარ ერ ზორის რაიონის 14 ათასა კვ.კმ კვლავ აკონტროლებს „დაიშის“ სტრუქტურები, რომლებიც სავარაუდოდ შეუერთდებიან უკვე ამ ეტაპზე გაერთიანების და ჩამოყალიბების ფორმაციაში მყოფ – ახალ მეგა-ჯიჰადისტურ გაერთიანებას, რომელიც გახდება მთავარი, ახალი სამხედრო მოწინააღმდეგე აღნიშნული კოალიციებისა სირიასა და ერაყში. აღნიშნული გაერთიანების სპონსორობა თავის თავზე აიღო „ჰიდრასავით“ კვლავ აღმოცენებულმა „ალ-კაიდამ“. სავარაუდო დასახელება ამ გაერთიანების არის „ხაიატ ტახრირ ალ-შამი“ (ყოფილი „ჯაბხათ ან ნუსრა“).

გასული წლის დეკემბრის ბოლოს, სირიის ხამის რაიონში, უკვე ჩამოყალიბდა ერთიანი ოპერატიული შტაბი, სადაც გაერთიანდნენ ყველა სახის ჯიჰადისტური დაჯგუფებები, მათ შორის „ხაიატ ტახრირ ალ-შამი“, „ახრარ შამი“, „დაიშის“ სირიული გადარჩენილი დაჯგუფება, „ნურუდინ ზიკი“, „ჯეიშ სანი“, „ჯეიშ ახრარი“, ასევე კავკასიური ჯიჰადისტური საექსპედიციიო კორპუსის „აჯნად კავკაზი“ (სხვათაშორის ჩრდილეოთ კავკასიაში უკვე აღმოცენდა „კავკასიის ისლამური ემირატის“ დაჯგუფება და „კავკაზ ვილაიეთის“ და „გურჯისტანის ვილაიეთის“ დაიშის სტრუქტურებთან ერთად სავარაუდოდ გააქტიურდება ამა წლის მარტი-აპრილის თვეებში) და სხვები. ამ გაერთიანების შემადგენლობაში თავმოყრილი იქნება დაახლოებით 50 ათასამდე ჯიჰადისტი. გაერთიანებამ უკვე მიაყენა უსერიოზულესი შეტევა რუსულ სამხედრო ბაზებს და ამით აღნიშნა თავისი თავის დაარსება. საქმე ეხება სირიის ქ. ხმეიმიში განთავსებულ სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე შეტევას, რომლის შედეგადაც რუსული პროპაგანდის ბრავადული რელაციების ფონზე, რუსულ სამხედრო პოტენციალს ყველაზე სერიოზული ზიანი მიეყენა. სირიული კამპანიის დაწყებიდან, 2015 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით 15-მდე სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის სამხედრო-სტრანსპორტი (ან-24 ტიპის) იქნა განადგურებული, რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა , რომელთა ევაკუირებაც კი ვერ მოხერხდა სამშობლოში. რამდენიმე დღის წინ, ჯიჰადისტური გაერთიანების რაზმებმა ჩამოაგდეს ორი რუსული სამხედრო დამტყმელი ვერტფმრენი. ეს უკვე სერიოზული განაცხადია და ნიშანი.

როგორც ჩანს, 2017 წელს „დაიშის“ ჯიჰადისტური დაჯგუფების დამარცხების ოფიციალურად გამოცხადების შესახებ, გამოჩნდა უფრო საშიში და უფრო მასშტაბური გაერთიანება და ჯიჰადიზმთან ახალი მსოფლიო ომის პერსპექტივები კიდევ უფრო გაიზარდა, გეოპოლიტიკური მასშტაბების კუთხით.

თავისთავად ცხადია, რომ საქართველო შეიძლება მოექცეს ამ ომის ერთგვარ ეპიცენტრში და 2017 წლის 22 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენები, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარ, წინასწარი გაფრთხილების „ექოს“. პანკისში მდგომარეობის ხელოვნურად დაძაბვის სიტუაცია შეიძლება გადაიქცეს  ახალი ჯიჰადისტური გაერთიანების ყურადღების ერთგვარ გეოპოლიტიკურ „მაგნიტად“. ამიტომაც გვმართებს უფრო მეტი დაფიქრება და პროფესიონალიზმი, რომ ისედაც არ მოხდეს ასეთ ეპიცენტრში უშუალოდ მოხვედრა. საერთაშორისო საზოგადოების დასჭირდება უფრო მეტი ძალისხმევის გაკეთება ამ ძალის დამარცხებისთვის, მათ შორის საქართველოსაც.

პროფესორი ვახტანგ მაისაია, სპეციალურად euronews.ge – სთვის

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close