საზოგადოება

,,ექიმები აეროპორტში სხედან ორპირ ქარში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე… _ მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოყოს შესაბამისი ფართი ექიმებისთვის”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ როგორც იქნა ჩემი წინა პოსტის შემდგომ, ხელისუფლებას მოუფიქრებია აეროპორტში, ექიმთა ბრიგადის განთავსება. ძალიან სანდომიანი მედიკოსები სხედან პირდაპირ საბარგო განყოფილებაში ,კიბესთან,ორპირ ქარში, ყოველგვარი ელემენტარული ჰიგიენურ–სანიტარული პირობების გარეშე და ღმერთმა დაიფაროს, ჩინეთის წახმარების გარეშეც შეიძლება თვითონ თვითონ უფრო ადრე დაემართოთ რესპირატურული დაავადება.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოყოს აეროპორტის შენობაში შესაბამისი ფართი ექიმებისთვის ნორმალური პირობების შესაქმნელად. რა ვიცი, საკუთარი კაბინეტებისათვის ავსტრალიური ძროხის ტყავისგან დამზადებულ რბილ ავეჯს აღარ ჯერდებიან და რა გაუხდატთ ამ ელემენტარული საკითხის გადაწყვეტა, კვლავ გაუგებარია,უფრო სწორად სრულიად გასაგებია.

Related Articles

Back to top button
Close