საზოგადოება

,,ესაა შიშველი სიმართლე, რომლის ხმამაღლა თქმის გარეშეც, ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ”

,,ყველა უბედურება რაც დღეს გვჭირს, მათ შორის, რაც ტრიალებს მიხეილ სააკაშვილის თავს, სტარტს იღებს სწორედ ე.წ ვარდების რევოლუციიდან..."

ყველა უბედურება რაც დღეს გვჭირს,მათ შორის, რაც ტრიალებს მიხეილ სააკაშვილის თავს, სტარტს იღებს სწორედ ე.წ ვარდების რევოლუციიდან,რაც კონსტიტუციურად იყო სახელმწიფო,ძალადობრივი გადატრიალება იმავე სახელმწიფო აპარატის თანხმობით, რომლის მაშინდელ პრეზიდენტს, ე.შევარდნაძეს სჭირდებოდა ხელშეუხებლობა ჩადენილ უამრავ ცოდვაზე, გეოპოლიტიკურად კი აღნიშნული წარმოადგენდა რუსეთ–ამერიკის მაშინდელი ხელმძღვანელობის დროებით გარიგებას რეგიონში, კონტროლის შენარჩუნებაზე ორივე მხრიდან. რაც მთავარია, სწორედ მაშინ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ექსპანსია, რომელმაც კარგად გამოიყენა ამ გადატრიალების დამფინანსებლის სტატუსი და მაშინვე დაიწყო სახელმწიფო სისტემის შესყიდვა. არადა, სიტუაცია 2003 წლის ამ დღემდე იყო დამაიმედებელი, შევარდნაძემ ვერ გაიყვანა უმრავლესობა, ახლადარჩეულ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ხუთი პოლიტიკური პარტია, თვითონ შევარდნაძეს ექვს თვეში ეწურებოდა კონსტიტუციური ვადა და მიდიოდა სამუდამოდ. ქვეყანაში ისახებოდა მრავალპარტიული დემოკრატიის კვირტები, რაც იმ ვითომ რევოლუციამ ერთი ხელის დაკვრით დაამთავრა და რის მწარე შედეგებსაც კიდევ დიდ ხანს მოვიმკით. არ დამიწერია ეს პოსტი ვინმეს საწყენად. ესაა შიშველი სიმართლე, რომლის ხმამაღლა თქმის გარეშეც, ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close