საზოგადოება

ელიავას ხანძრისგან დაზარალებულებთან შეხვედრა თბილისის მერიაში გაიმართება

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების საკითხზე შეხვედრა თბილისის მერიაში გაიმართება. დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განმარტებით, შეიქმნება ჯგუფი, რომელშიც ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დაზარალებულები შევლენ, სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართება დღეს ვიცემერ ლაშა აბაშიძესთან სამუშაო შეხვედრა. ამ შეხვედრაზე გაირკვევა რა სახის დახმარებას გაუწევს დედაქალაქის მთავრობა ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებს.

ვიცე მერ ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ასევე არ დათვლილა ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა. მისივე თქმით, ელიავას ბაზრობაზე მდგომარეობის სრული აღწერა დღეს მოხდება, რის შემდეგაც ხანძრის დროს დაზარალებულს შეხვდება. “დღევანდელი გეგმაა, მოხდეს მდგომარეობის სრული აღწერა, თუ რა არის გადარჩენილი და რა დაზიანებული. ამ აღწერის შემდეგ ვგეგმავთ შევხვდეთ მეპატრონეებს და მათთან ერთად გავიაროთ კონსულტაციები, თუ რა იქნება შემდგომი ნაბიჯი. რაც მთავარია, შიგნით ბევრი საქონელია გადარჩენილი გამომდინარე იქიდან, რომ დახლებზე არ იყო და კაპიტალური მაღაზიებია. რაც შეეხება ზარალს, სანამ არ გვეცოდინება სრული სურათი შიგნით რა ხდება, კონკრეტულ ციფრებზე ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა აბაშიძემ.

დღეს დიდუბის გამგებელი 11:00 საათზე დაზარალებულებს უნდა შეხვედროდა. შეხვედრა დამწვარი ტერიტორიის მიმდებარედ იგეგმებოდა, თუმცა გადაწყდა, რომ დღეს ბაზრობაზე მდგომარეობის სრული აღწერა დღეს მოხდება, ამის შემდეგ კი ხანძრის დროს დაზარალებულს მერიაში შეხვდებიან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close