საზოგადოება

დღეს, დაბა ჟინვალიც იწვოდა… _ არსებული მდგომარეობის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია

საქართველოში არსებული მდგომარეობის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. ეს არის სიტუაცია, როცა დამნაშავეს ზებუნებრივ ძალებში ეძებ და ვერ წარმოგიდგენია, რომ ასეთი რამ შეიძლება შემთხვევით მოხდეს.

დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზე, ბალახებსა და ეკლიან ბარდებს მოედო.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა და მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close