პოლიტიკა

დიმიტრი მედოევმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების მისვლა გააპროტესტა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ვიზიტი გააპროტესტა.
„საქართველოს ხელისუფლებამ არასასურველ ტრადიციად დაამკვიდრა, სტუმრებისთვის რიტუალური ექსკურსიის მოწყობა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე, რაც პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. პოროშენკო გამონაკლისი არ ყოფილა, ის მორიგი სასაზღვრო კლოუნადის მონაწილე გახდა. ამასთან, პოროშენკომ განაცხადა, რომ ის საქართველოში „ტერიტორიული მთლიანობის“ კიდევ ერთხელ დასადასტურებლად ჩამოვიდა. თუმცა, რაც მან დაადასტურა, იყო მხოლოდ ის, რომ საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობა“ ფიქციაა. არ შეიძლება მხარი დაუჭირო იმას, რაც არ არსებობს“, – აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close