საზოგადოება

დაშავებულთა შორის მცირეწლოვანიცაა_ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საქმე აღძრულია 276 მუხლის პირველი ნაწილით.

დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close