საზოგადოება

დავით უსუფაშვილი: ,,ქართულ ოცნებას” არ ჰქონდა მწყობრი პროგრამა ქვეყნის უკეთესად სამართავად

„ ზოგადად თანამდებობა საჭიროა საქმის საკეთებლად.

საქმის კეთებას კი სჭირდება გუნდი, სჭირდება პროგრამა.

“შენების მოძრაობის” ერთ-ერთი მთავარი პოსტულატიც ესაა – ჯერ პროგრამა, შემდეგ ხელისუფლება.

მე პირადად, ვნახე რას ნიშნავს პროგრამის გარეშე ხელისუფლებაში ყოფნა,
კოალიცია “ქართული ოცნება” როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, მისი პროგრამის მთავარი თეზისი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დასრულება, რაც იყო დასასრულებელი! მაგრამ სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებას” არ ჰქონდა მწყობრი პროგრამა ქვეყნის უკეთესად სამართავად. მე ეს გამოვცადე ჩემს თავზე, ჩემს კოლეგებზე.

და ახლა ვამბობ, საქართველოში საჭიროა ევოლუციური გზით ეპოქალური ცვლილებები!

პოლიტიკა უნდა იყოს შემოქმდება, უკეთესისკენ სვლა დ არა კინკლაობა.
და ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მე რისთვის ვემზადები, მე ვემზადები იმისთვის, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო იმ გუნდს, რომელსაც ჩვენ ნელ-ნელა გავაცნობთ და წარვუდგენთ საზოგადოებას.
“შენების მოძრაობის” ფუნდამენტური, პრინციპული საკითხია ის, რომ პოლიტიკურ პროცსში გააქტიურდნენ თავიანთი საქმის მაღალი რანგის პროფესიონალები. პროფესიონალები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში და არა ის ხალხი, რომელთაც ბევრი არაფერი გაუკეთებიათ სხვისი კრიტიკის გარდა.

მე ვემზდები იმისთვის, რომ “შენების მოაძრაობამ” ის ადამიანები ჩართოს პოლიტიკაში, რომლებიც დღემდე, უწესო წესით მართულ პოლიტიკაში შემოსვლისგან თავს იკავებდნენ.

ეს იქნება გუნდური ბრძოლა, ეს იქნება ბრძოლა, რომელიც პირველ რიგში შრომა იქნება. ამიტომ, ჩვენ პოლიტიკურ პარტიად მომავალი წლის გაზაფხულზე ჩამოვყალიბდებით ასეულობით თანამოაზრესთან ერთად, მომავალი წლის ამ დროს, ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატი გვეყოლება, გვექნება ჩრდილოვანი მთავრობა პროგრამით, რომელსაც საზოგადოებას შევთავაზებთ.

ანუ, “შენების მოძრაობის” უახლოესი სამი წლის უმთავრესი მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სერიოზული წარმატების მოპოვებაა, რაც ჩვენ კოალიციურ ხელისუფლებაში მონაწილეობას შეგვაძლებინებს.

რადგან, ქვეყანას სჭირდება მრავალპარტიულობა, ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური პარტიები და ლიდერები, რომლებსაც ერთმანეთთან თანამშრომლობა შეუძლიათ, კონკურენციასთან ერთად.
ესაა “შენების მოძრაობის” ფილოსოფია, ესაა ჩვენი ხედვა” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ,,მაესტრო”-ს ეთერში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close