საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მზისგან თავის არიდებას ურჩევს.

ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზაფხულის დადგომისას  ყოველთვის ქვეყნდება რეკომენდაციები,  თუ როგორ უნდა ავირიდოთ მაღალი ტემპერატურისგან მიყენებული ზიანი, განსაკუთრებით ხუთ წლადმე ბავშვებმა,  60-65 წლის ზემოთ მოქალაქეებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა.
,,უპირატესად გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის დაავადებები და დიაბეტი – ეს ადამიანები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად და მოერიდონ მზეზე სიარულს, ფიზიკურ დატვირთვას.  ვეცადოთ, რომ ოთახის შიდატემპერატურა იყოს 32 გრადუსამდე და მივიღოთ რაც შეიძლება მეტი რაოდენობით სითხე. თუ ვითარდება მომატებულ ტემპერატურასთან დაკავშირებული პირდაპირი ჯანმრთელობის დაზიანება აუცილებელია, მივმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. ცხელ პერიოდში წყლით გადამტანი დაავადებების რისკი იმატებს და ხშირია დიარეები. ამიტომ უნდა ვიხმაროთ, მხოლოდ და მხოლოდ საიმედო წყალი. ასევე მომატებული რისკი არსებობს საკვებით გამოწვეული სხვადასხვა ეპიდაფეთქების და უნდა ვიყოთ დარწმუნებული,  რომ საკვები რომელსაც მივირთმევთ უსაფრთხოა. ასევე, ამ პერიოდში ფრთხილად ვიყოთ უნდა სხვადასხვა მწერებითა და ტკიპებით გადამტანი დაავადებისაგან”,-განაცხადა  გამყრელიძემ.
მან მაღალი ტემპერატურის დროს დასაქმებულთა უფლებებზეც ისაუბრა.
”ჩვენთან არსებობს სპეციალური რეგლამენტი, რომლითაც რეგულირდება შენობის შიგნით ადამიანთა მუშაობის ჰიგიენური პირობები და შენობის შიგნით მაქსიმალურ ტემპერატურად 32 გრადუსია მოყვანილი. შესაბამისი კომფორტული ტემპერატურა უნდა შეუქმნას დამსაქმებელმა დასაქმებულს მუშაობის პერიოდში. რაც შეეხება შენობის გარეთ, ეს არ რეგულირდება, მაგრამ დამსაქმებლებმა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ”,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრი ს ხელმძღვანელმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close