საზოგადოება

,,იქ სატანა შეპარულა,  მეშინია, არ გვიმუხთლოს მაისმა…” _ პოლიტიკური, სულისშემძვრელი ლექსი

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი:

_ სუნი მეცა მე ღალატის!

გუშინ ერთმა საქმეში ჩახედულმა მეგობარმა მითხრა: ზუგდიდში ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, რომ შესაძლოა 19 მაისს სანდრა რულოვსმა გაიმარჯვოსო.

უფუნქციო მერის გაცვეთილი სკამი ნაკლებად მადარდებს-მე სხვა უფრო დიდი საწუხარი მაქვს,,,

წინასწარ ვამბობ: ამ სტრიქონებს არა აქვს პრეტენზია პოეტურ სრულყოფილებაზე-ეს მხოლოდ კოლხი კაცის გულისტკივილი და დაგროვილი ემოციების ამოძახილია…

სუნი მეცა მე ღალატის
(ღმერთო ჩემო, თვალის უპე ამიწვა…)
უფალი არ გვაპატიებს,
თავის კვართის უმოწყალოდ წაბილწვას!

ზეცა თითქოს ითალხება,
გარს აკრავენ შავ სატინის არშიებს…
მიკვირს, რაღა დაემართა
დიდი ქუჯის ამ პატარა ნაშიერს?!

იქ სატანა შეპარულა,
მეშინია არ გვიმუხთლოს მაისმა…
ხორხოცებენ ჭინკები და…
ვიდრე დროა, ტანზე თაფლი წავისვა!

ორ გროშად თუ გამიმეტებ,
არ დაგინდობ-ენგურს ავხსნი არტახებს…
შენ ლაზიკით გაბრუებენ,
მე ბოლომდე სული გამიპარტახეს!

ჩხოუშია ბორგავს უკვე-
ეხეთქება წყალი უღვთოდ ნაპირებს…
ეშმამ დღეს თუ დაგიმონათ,
დამიჯერეთ, ხვალ ვერ გაინაპირებთ.

ვამაყობდი კოლხის ჯიშით
და… დამქონდა მე ყოველთვის ზურგდიდი..
ოი, როგორ დააბრმავეს
ერთ დროს ჩემი სათაყვანო ზუგდიდი !

როგორ უნდა შეარცხვინო-
შენი მოდგმა, შენი ლაღი ოდიში…
თუ დღეს დანას გამომისვამ,
ხვალ რად მინდა მერე შენი ბოდიში!

ომი ვიცი მე დუშმანთან,
(რატომ არცხვენ კოლხის ნამდვილ მეომარს…)
შენს მომავალს ეომები,
მაგას სჯობდა ყვავ-ყორნებთან გეომა!

ქარებს გაჰყვა, რაც მებადა,
დე წაიღოს ისიც, რაც მაბადია…
ღალატს მე თუ გაპატიებ-
რას შეუთვლი იქით ცოტნე დადიანს?!

ზაურ ნაჭყებია,
24 აპრილი, 2019

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close