საზოგადოება

გიორგი გუგავა პოლიციას: ნუ გადაიქცევით ივანიშვილის პირად ჩაფრებად

,,პოლიციამ აქციის მონაწილეები წინასწარ დააჯარიმა მოგონილი ბრალდებით"

,,დღეს, პარტიის ახლგაზრდულმა კანცელარიის წინ გააპროტესტა ენგურზე დატრიალებული ტრაგედია, სამარცხვინოდ, პოლიციამ აქციის მონაწილეები წინასწარ დააჯარიმა მოგონილი ბრალდებით.
არამგონია, დავალება პოლიციელებზე “ზემოდან” ყველაფერზე მოდიოდეს, ასეც რომ იყოს, საერთოდ ნუ დაკარგავთ სინდისს და ნუ გადაიქცევით ივანიშვილის პირად ჩაფრებად.
ღირსება, მათ შორის პოლიციელის, ყველაზე მაღლა დგას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, კანცელარიასთან, აქციაზე, აქტივისტები დააჯარიმეს. “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს პოლიცია გარემოს დაბინძურებაში ედავება. თუმცა, ისინი აქციას ამ წუთებშიც მართავენ – ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვენ. რის გასაპროტესტებლადაც ადგილზე მულაჟები მიიტანეს.აქციის მონაწილეები 80 ლარით დააჯარიმეს. თუმცა, რატომ აჯარიმებენ მოქალაქეებს “წინასწარ”, ვიდრე ფაქტი მოხდება – ნაგავს დატოვებენ და გარემოს ნამდვილად დააბინძურებენ, პოლიცია ამ კითხვაზე  არ პასუხობს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close