პოლიტიკა

“გაღმიდან ხელისუფლება იძახის მზად ვართ შეხვედრისთვისო, გამოღმიდან ჩვენ, შეხვედრა კი არ ჩანს”

გაღმიდან ხელისუფლება იძახის მზად ვართ შეხვედრისთვისო, გამოღმიდან ჩვენ. შეხვედრა კი არ ჩანს, – ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

“ბოლო ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში შეიცვალა ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თავიდან, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან სულ ისმოდა, რომ ვინ არის ოპოზიცია, ვისთან უნდა დავსხდეთ, ერთკაციანები, ახლა უცებ გაჩნდა მიზანშეწონილობა იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დასხდნენ და მიღწეულ იქნას გარკვეული შეთანხმება. რაღაც ფორმატამდე ეს პროცესი უნდა მივიდეს. გაღმიდან ისინი იძახიან, მზად ვართ შეხვედრისთვისო, გამოღმიდან ჩვენ ვიძახით, რომ მზად ვართ. შეხვედრა კი არ ჩანს. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მარტივი ინიციატივა, კონკრეტული შეხვედრის დანიშვნა და იმ შეხვედრაზე მისვლა”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close