საზოგადოება

,,განვადებით მანქანას რომ გაყიდი, პროცენტი ბანკმა რატომ უნდა დაადგინოს?”_ ეროვნულ ბანკს ახალ ფუნქციებს აძლევენ

ლევან ალაპიშვილი, იურისტი:

_ ეროვნულ ბანკს ახალ ფუნქციებს აძლევენ, კონსტიტუციით კი მხოლოდ ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობაა მის მანდატში! ეს პროცესი გასულ წელს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დაიწყო (სესხების და ფინანსებთან დაკავშირებული შემზღუდველი რეგულაციები) და ეხლა გრძელდება.
P.S. ბანკები ანაბრებს მოიზიდავენ, სხვის ფულს მართავენ და ამიტომაც არის ერბანკის რეგულაციების ქვეშ. მოქალაქე ან კომპანია საკუთარ ფულს რაში, როგორ ან რამდენად გამოიყენებს ეს ერბანკის ან სახელმწიფოს საქმე რად არის? განვადებით მანქანას რომ გაყიდი, იქ პროცენტი ერბანკმა რატომ უნდა დაადგინოს, გაუგებარია.
P.P.S. ეროვნული ბანკი პოლიტიკოსთა ამ გააწყვეტილებებს გასუსული რომ იღებს, რისკავს პოლიტიკის მიღმა მყოფი ეს კონსტიტუციური ორგანო შუაგულ პოლიტიკაში ჩაძიროს. რაც სერიოზული რეპუტაციული ზიანის მომტანიც იქნება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close