საზოგადოება

,,გამოსავალი არის. ეს, უპირველესად ჰუმინიზმი და გონიერებაა”

,,ჩვენი სირცხვილი იქნება და უმძიმეს შედეგებს გამოიწვევს მესამე პრეზიდენტის ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლე"

არ ვიცი, რა ვთქვა, ნათელია, რომ ციხეში საპროტესტო შიმშილობამ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა დაამძიმა და როგორც გაირკვა, გონება დაკარგა, რის გამოც გუშინ რეანიმაციული დახმარება დასჭირდა.
ვინ აგებს პასუხს, თუ უმძიმესი შედეგი დადგა?
ამდენ მითქმა-მოთქმას არ სჯობს, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში გადაიყვანოს, უსაფრთხოება უზრუნველყოს, ოპოზიციამ კი მკურნალობის პერიოდის მშვიდად წარმართვის პასუხისმგებლობა აიღოს?
მე, რომელიც მართლა არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიასა და პოლიტიკურ ძალას, გულწრფელად მგონია, რომ ჩვენი სირცხვილი იქნება და უმძიმეს შედეგებს გამოიწვევს მესამე პრეზიდენტის ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლე.
ეს ვერც შვებას მოუტანს მისი მმართველობის დროს გამწარებულ ადამიანებს და ვერც სამართლიანობას შეუწყობს ხელს.
მჯერა, რომ გამოსავალი არის. ეს, უპირველესად ჰუმინიზმი და გონიერებაა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close