საზოგადოება

,,გამოდიან ეს გარეწრები, ერთუჯრედიანები და ყველაფერს ამ საცოდავ მარგველაშვილს ახოცენ”

პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში წერს:

„ვუყურე დებატებს პარლამენტში – პრეზიდენტის გამოსვლას და მერე მის მიერ დარბაზის დატოვებას.

მარგველაშვილის პატივისმცემელი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ რაც შეეხება რეგლამენტს, ეს სწორი შენიშვნა იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ გველისწიწილა კობახიძემ გააკეთა. ყოველი გამომსვლელისთვის პასუხის გაცემა გადაიზრდებოდა გაუთავებელ კამათში თითოეულთან და იქნებოდა სრული დომხალი. მაგრამ საინტერესო აქ სულ სხვა რამ არის. მარგველაშვილმა გააკეთა უაღრესად სუსტი, ნაცემი ბავშვის მოხსენება. ამას მოყვა მთელი საქოცეთის სრულიად უსირცხვილო, თავხედური ბრალდებები იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ეს 6 წელი ვისაც არ ეზარებოდა თავში ურტყამდა. თითქმის ყველა უფლება ჩამოართვეს. ქვეყნის პრეზიდენტი იმასაც ვერ ბედავდა საზღავრგარეთ უცხოელ პოლიტიკოსებთან შესახვედრად მაშინ წასულიყო, როცა საჭიროდ სთვლიდა. ბორიამ ეს აუკრძალა იმის გამო, რომ პრეზიდენტის სასახლიდან არ გამოვიდა. ამბობდა და აკეთებდა მხოლოდ იმას, რასაც მას ჭორვილელი პუჭურ-ჭიპუტა უბრძანებდა.

ეხლა გამოდიან ეს გარეწრები, ერთუჯრედიანები, გაუნათლებლები და ყველაფერს, პირველყოვლისა, საკუთარ არამზადობას, ამ საცოდავს ახოცენ – ეს არ გააკეთე, ის არ გააკეთე, ნათესავი შეიწყალეო. ამავე დროს იდიოტმა მდინარაძემ უთხრა 6 ათასი შესაწყალებლის სია მოგეცით და თქვენ მხოლოდ 3,600 შეიწყალეთო. ესე იგი, შეიწყალებ, დამნაშავე ხარ, არ შეიწყალებ, მაინც დამნაშავე. გარდა ამისა, ვინ შეადგინა და ვინ მისცა პრეზიდენტს შეწყალების სია? ჩაიჯიბა ათობით და ასობით ათასი ლარი ქრთამი უსირცხვილო ეკა ბოსელიამ და ამ უფლებებ დასაჭურისებულ საცოდავს უქნევენ თითს?!

მოკლედ, ეს იყო ცირკი, სადაც სულიერად მახინჯები გამოჰყავთ ხალხის გასართობად. იქ რომ ადამიანების მაგივრად ღორების ჯოგი ყოფილიყო, ჩემთვის ნაკლებად შეურაცხმყოფელი იქნებოდა, რადგან ღორი, ბატონებო, მათ შესახებ გამეფებული აზრის მიუხედავად, უაღრესად ჭკვიანი და ერთგული ცხოველია. მერე რა, რომ ტალახში გორაობს. ეს მისთვის აუცილებელი და ბუნებრივიცაა, მაგრამ ადამიანები რომ გორაობენ ტალახში და იფ, იფ-ს იძახიან, ის არის გულისამრევი.

აი, როგორ დაეცი, დაჩაჩანაკდი, ტალახში კი არა, ნეხვში ამოიგანგლე, დაკარგე ყოველგვარი თავმოყვარეობა, მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის სასაცილო არარაობა გახდი, ჩემო ქვეყანავ და ჩემო ხალხო. ისე დაჩმორდი, რომ ტუჩფუჩურას ჩვენი ბოლოხნის ისტორიის ყველაზე საამაყო ფურცელი დაახევინე – ვარდების მოედანს სახელი გადაარქმევინე. აღარასოდეს არაფერი გეშველება, თუ შენ თავს არ უშველი, თუ წელში არ გაიმართები და ამ ხროვას კინწისკვრით არ გამოაგდებ იქედან, სადაც მათი სინსილა არ უნდა იყოს. აბა სხვაგვარად როგორ გინდა ვინმემ პატივი გცეს?! სხვამ გააკეთოს შენი საქმე?! სხვამ ამოგიყვანოს ტლაპოდან?! ვინც ამოგიყვანა, იმას ზურგი აქციე და იყავი ეხლა, იჭყუმპალავე ბორია ივანაშვილის და მისი ბანდიტების ნაქნარში.“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close