საზოგადოება

გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ სემეკ-მა “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაუდგინა. თბოელექტროსადგურებისთვის, “ყაზბეგი გაზისთვის”, “დუშეთი გაზისთვის” და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ს გარეშე). ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა.

დღეს, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა,რომ  არ იცის ბუნებრივი აირის გაძვირების შემთხვევაში, იქნება თუ არა სუბსიდირება. კალაძის თქმით, ამის შესახებ  მოქმედს მინისტრს უნდა ვკითხოთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close