პოლიტიკა

,,ბრიუსელს და ვაშინგტონს ამდენი ძალა კი აქვს, რომ აიძულონ ხელისუფლება, გაათავისუფლებინონ მძევლები”

გიორგი რურუა და ნიკა მელია არიან უსამართლოდ, უკანონოდ, არაკაცურად, პოლიტიკური( პიროვნულიც?) მოტივებით სახელმწიფო მანქანის მიერ რეპრესირებული ადამიანები. 100 პროცენტით დარწმუნებულია ამაში უკლებლივ ყველა შინ და გარეთ.
მათი გაწირვით, მათი თავისუფლების ხარჯზე ოპოზიციაში არავინ ვაპირებთ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ გარიგებას.
ბრიუსელის და ვაშინგტონის ხელშეწყობით პოლიტიკური შეთანხმება საჭიროა.
რურუას და მელიას თავისუფლება სავაჭრო საკითხი კი არაა, ხელისუფლების სირცხვილი და მისი ტვირთია.
ბრიუსელს და ვაშინგტონს ამდენი ძალა კი აქვს, რომ აიძულონ ხელისუფლება, გაათავისუფლებინონ მძევლები.
დავით ბერძენიშვილი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close