საზოგადოება

,,თურქეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჯგუფი კავშირშია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმესთან”

,,რა თქმა უნდა, ამ საქმესაც ექნება თავისი გაგრძელება_ თურქული მხარე ავრცელებს ინფორმაციას"

,,როგორც ირკვევა, თურქეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჯგუფი (რუსეთის 6 მოქალაქე, ექვსივე მათგანი ჩეჩნეთიდანაა) კავშირშია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმესთან.
ორი დღის წინ სტამბოლსა და ანტალიაში დაკავებული ეს ჯგუფი თურქეთში მცხოვრები კადიროვის ოპონენტის ხასან ხალიტოვის ლიკვიდაციას (ამ საქმისთვის იხდიდნენ 300 000 აშშ დოლარს) გეგმავდა, რაც თურქებმა არ “გაუტარეს”.
თურქული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯგუფი დაკავებული იყო სამხედრო და ეკონომიკური სახის ჯაშუშური ინფორმაციის შეგროვებითაც (ბუნებრივია, დეტალები არ გასაჯაროვებულა).
დაკავებისას ჯგუფის წევრებს იარაღი (მათ შორის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღი), ვაზნები და სოლიდური რაოდენობის ფული აღმოაჩნდათ.
ამ საქმის გახსნით ანკარამ კიდევ ერთხელ მიუთითა კრემლს იმ წითელი ხაზების შესახებ, რისი გადაკვეთის საშუალებას მას არ მისცემენ.
უნუნია.
ფოტოზე: ჯგუფის დაკავებისას ამოღებული იარაღი, ვაზნების, ფული და რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი.
უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ: https://www.ekhokavkaza.com/a/31503329.html…
” _ წერს აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი, ზურა ბატიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close