საზოგადოება

ბესო ზანგური: დასრულდა ძიება… არ გამოიკვეთა ძალადობა, ან რა უნდა გამოკვეთილიყო…

,,დედა შვილს თუ არა, შვილი ნამდვილად აიყვანს დედას, ისეთი დაკეტილი გულით და ცივი გონებით დადგება განკითხვის დღე"

მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც ბოლო პერიოდში, ყოფილი მეუღლის მიერ ძალადობაში მხილების გამო საზოგადოების ბულინგის მსხვერპლი გახდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
,,მეგობრებო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომომდინარე,ჩემს უსაყვარლეს ადვოკატთან

Shavadze Paata

-სთან შეთანხმებით გაცნობებთ,რომ: 1.დასრულდა ძიება რუსთავი 2-ის, რომელიც დეზინფორმატორობასთან მიმართებაში სადაც არ გამოიკვეთა გარყვნილი ქმედება ან რა უნდა გამოკვეთილიყო, საქმე დასრულდა❗️

2.რაც შეეხება ძალადობას ეს იქამდე ხანდაზმული საქმეა, რომ შეუძლებელია რაიმეს წამოწყება…თუმცა ისევ ვიმეორებ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სამოქალაქეო პირობას ვდებ, რომ აუცილებლად ყველა და მათ შორის პირველი მე, ბესიკ ზანგური მიიღებს სამართლებრივ პასუხისმგებლობის სააჯელს:ძალადობა,ცილისწამება,115-ე მუხლი რომელიც ამოქმედდა და ნიშნავს თვითმკვლელობამდე მიყვანას, რასაც სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟი დაადასტურებს და ამის შემდეგ დავსხდებით და…დედა შვილს თუ არა, შვილი ნამდვილად აიყვანს დედას, ისეთი დაკეტილი გულით და ცივი გონებით დადგება განკითხვის დღე, სამართლებრივ, ვიმეორებ, სამართლებრივ ჩარჩოებში(ნუ,ვრამკახ,ვ რამაჩკამ ნიუ).
სულ ესაა.პუკ”.
შეგახსენებთ, რომ ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა “ფარულ კონვერტში” განაცხადა, რომ თანაცხოვრების დროს ბესო ზანგური მას ხშირად ცემდა.

“ვემიჯნები ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5.000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს,” – უთხრა მსახიობმა რუსთავი 2-ს.

ის სიცრუეს უწოდებს ყოფილი ცოლის ბრალდებას, რომ მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა.

კითხვაზე კი, რა გახდა განქორწინების მიზეზი, მსახიობი პასუხობს:

“არაფერი. უბრალოდ, აი ასე მოხდა…”

ბესო ზან­გუ­რმა კომენტარი “ნეტ­გა­ზეთ­თანაც” გააკეთა.

“ამ ყვე­ლა­ფერ­ში იჭყლი­ტე­ბა ბავ­შვი, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლია. რომ გა­დავ­ხე­დოთ ჩემი ცხოვ­რე­ბის რიტმსა და წესს, თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი მამა ვარ და მე­უღ­ლე. რა­მე­ნა­ი­რად გა­მო­ვავ­ლენ­დი სხვა­გა­ნაც ამ მო­ძა­ლა­დე სა­ხეს რომ ვიყო”, – გა­ნა­ცხა­და ბესო ზან­გურ­მა და დასძინა, თუ ტყუილი ბრალდებები მის მიმართ კიდევ გაგრძელდა, ის მიმართავს სასამართლოს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close