საზოგადოება

,,ბევრს ჰგონია, რომ მსოფლიო პოლიტიკა ამ იდიოტ სააკაშვილსა და შვიდგზის უფრო იდიოტ პოროშენკოზე ტრიალებს…”

,,დაიჭირეს, გაუშვეს… დაიჭირეს, გაუშვეს…

საქართველოს ერთ ნაწილს გლოვის დღე რომ უდგას, მეორე ნაწილი გახარებულია. ცოტა ხნის შემდეგ მეორე ნაწილის გახარების დღე დგება, მაგრამ ამ დროს პირველი ნაწილი გლოვობს…

რა ქნას საქართველომ, ის იდიოტები ამ იდიოტს ხან იჭერენ, ხან უშვებენ, მერე ისევ იჭერენ და ისევ უშვებენ. ამიტომ, საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ მსოფლიო პოლიტიკა ამ იდიოტ სააკაშვილსა და შვიდგზის უფრო იდიოტ პოროშენკოზე ტრიალებს…

სინამდვილეში კი პოროშენკო, რომელიც სააკაშვილს იჭერს, თავის დროზე ამერიკელებმა დაიჭირეს (ყურებით) და დღემდე ის ამერიკელები აჭერინებენ და აშვებინებენ მას სააკაშვილს, ანუ ათამაშებინებენ ისე, როგორც კატა ათამაშებს-ხოლმე თაგვს. “თხამ ვენახის”
მოტივებზე თუ ვიტყვით: ცერეუმ პეტრო, პეტრომ მიშა…

ეს ყველაფერი არ არის. ამერიკელები, რომლებმაც, თავის დროზე, პოროშენკო დაიჭირეს და მათ მიერ დაჭერილ პოროშენკოს ახლა ამ იდიოტ მიშას ხან აჭერინებენ და ხან აშვებინებენ, კარგა ხანია, რაც პუტინმა დაიჭირა (ყურებით) და მივიღეთ სიტუაცია, რომელიც “თხამ ვენახის” მოტივებზე უკვე ასე ჟღერს: ვოვამ ცერეუ, ცერეუმ პეტრო, პეტრომ მიშა…

ერთი სიტყვით, პუტინის მიერ ყურებით დაჭერილ ამერიკის მიერ ყურებით დაჭერილ პოროშენკოს მიერ მრავალჯერ დაჭერილ-გაშვებულ-გაუპატიურებულ-გათახსირებული მიშა მსოფლიო პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავი კი არ არის, როგორც ქართულ დახავსებულ პოლიტიკურ “ელიტას” ჰგონია, მსოფლიოს პოლიტიკურ სანაგვეში დიდი ხნის წინ გადაყრილი ნაგავის ნაწილი ნაგავია და მეტი არაფერი…

მსოფლიოში კი სხვა, მართლაც მნიშვნელოვანი და სერიოზული ამბები ხდება:

პუტინი სირიაში ჩაფრინდა და სირიიდან მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ სირია ამერიკელების მიერ დაქირავებული ტერორისტებისგან გაწმენდილია, ანუ ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკელების სახსენებელი ისე გააქრო, რომ ამერიკელებმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს. მათ ისღა დარჩენიათ იძახონ, რომ სირიაში ჩვენ გავიმარჯვეთო. ენას ძვალი არა აქვს, – ფაშიზმიც ხომ მათ დაამარცხეს?! პუტინი და ასადი ხან რუსეთში აღნიშნავენ გამარჯვებას, ხან სირიაში, ტრამპი კი გაიძახის სირიაში მე გავიმარჯვეო. ცოტაც დააცადეთ და ამერიკა ჩრდილოეთ კორეაშიც “გაიმარჯვებს” (ისე, როგორც ვიეტნამში “გაიმარჯვა”).

პუტინი სირიიდან ეგვიპტეს ეწვია, ეგვიპტიდან თურქეთს…
ამერიკელების ბინძურმა სვლამ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ, ახლო აღმოსავლეთში შესაძლებელია სიტუაცია არიოს, მაგრამ ამერიკელებს რეგიონში ვეღარ დააბრუნებს, პირიქით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკისგან გაუცხოვების ტოტალური ეპოქა დგება, ვინაიდან პოროშენკო-სააკაშვილის კატა-თაგვობანაზე უკეთესი პოლიტიკის ვერ მომფიქრებელი ამერიკის მზის ჩასვენება რომ დაწყებულია, ამას ახლა ახლო აღმოსავლეთში კი არა, საქართველოშიც კი ყველა ხვდება “ქოც-ნაცებისა” და გვარამია-გაბუნიას იდეოლოგიით ზომბირებული სამარცხვინო ნაწილის გარდა.

ახლო აღმოსავლეთის შემდეგ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში დაიწყება სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესები, რომელიც ერთიანად გადარეცხავს და ჩარეცხავს სტალინის შემდგომი (კონტრრევოლუციური) პერიოდის ფსევდოკომუნისტურ და იმავე პერიოდში “ცერეუს” მიერ გამოჩეკილი დისიდენტური აზროვნების საზიზღარ ნაზავს, რომელიც ხან ე.წ. “ეროვნული მოძრაობის”, ხან მრგვალი მაგიდის”, ხან “მოქალაქეთა კავშირის”, ხან “ნაციონალური მოძრაობის”, ხან “ქართული ოცნების” სახით ევლინება საქართველოს და აგერ უკვე ოცდაათ წელიწადზე მეტია წამლავს და ანგრევს მას…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვალერი კვარაცხელია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close