სამართალი და კრიმინალი

ბახალა: 6 თვე ზეწოლის ქვეშ, იზოლაციაში ვიყავი

მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა( ბახალა) გირაოთი გათავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ბრალდებაზე საქმე ლაპარაკობს, რეალურად, მოსამართლის გადაწყვეტილება ძალიან ინდივიდუალურია და ვთვლი, რომ იმ ტენდენციაში ჩაჯდა, რაც აქამდე იყო. ჩემი დაკავება მოხდა სამართალდამცველების მხრიდან, ჩემზე იყო ზეწოლა, ჩემს სამეგობრო წრეებთან დაკავშირებით არსებული მცდარი წარმოდგენების გამო, დამაყენეს ორ მნიშვნელოვან ფასეულობას შორის, უნდა გამეკეთებინდა არჩევანი ადამიანურ ღირსებას, მორალსა და თავისუფლებას შორის.“- განაცხადა გიორგანაშვილმა.

მისივე თქმით, მას სახლში დარეკვის უფლებას არ აძელვდნენ და ყოველგვარ კომუნიკაციას უზღუდავდნენ. „6 თვე ვიყავი იზოლირებული სრულად, ამაზე მეტი ზეწოლა არ ვიცი,“- დასძინა მსახოობმა. მისივე თქმით, ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.

გიორგი გიორგანაშვილმ გირაო 4 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

იმედი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close