საზოგადოება

ბაღდათის პოლიციის პიკაპი, რომელსაც დაბოლილი პოლიციელი მართავდა, არხში გადავარდა

ბაღდათის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, პოლიციის კუთვნილი ავტომობილით სანიაღვრე არხში ჩავარდა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE-ს განუცხადეს, შემთხვევა ბაღდათში, 3 აგვისტოს დაახლოებით 01.35 სთ-ზე საირმის გზაზე მოხდა.

,,ბაღდათის პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც იმყოფებოდა მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ და მართავდა სამსახურეობრივ მანქანას, ე.წ პოლიციის პიკაპს, ქუჩაში მოძრაობის დროს ვერ უზრუნველყო უსაფრთხო გადაადგილება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა სანიაღვრე არხში. რა თქმა უნდა, შემთხვევის ფაქტი არ შეუტყობინებიათ შსს-ს შესაბამის სამსახურებისათვის და აღნიშნული ფაქტის დამალვის მიზნით, დროულად ამოიყვანეს სანიაღვრე არხიდან გამვლელი მოქალაქეების საშუალებით,”-განუცხადეს ახალი ამბების სააგენტოს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი სამსახურებრივ მანქანას მეწყვილესთან ერთად მართავდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close