საზოგადოება

ბარნოვის ქუჩაზე მოკლულ ახალგაზრდა ქალს თელავის მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის ცხედარს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში დაკრძალავენ.

მოკლულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი დედამისის ყოფილი მეუღლე ვეფხია ბაქრაძეა, რომელმაც ახალგაზრდა ქალი შურისძიების ნიადაგზე მოკლა.

მათივე თქმით, მამაკაცი ყოფილ ცოლზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა. მან საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა, სადაც სწორედ ცოლის ცემის გამო მოხვდა.

ოჯახი პოლიციის მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს. მათი თქმით, სამართალდამცავებმა ბრალდებულ მამაკაცს შემაკავებელი ორდერი რამდენჯერმე გამოუწერეს, თუმცა ეს საკმარისი არ იყო.

25 წლის გოგო გუშინ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

წყარო: imedinews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close