საზოგადოებასამართალი და კრიმინალი

,,აუცილებლად უნდა მიაგნონ იმ ცხოველს, ვინც ასე იმეტებს ხალხს”_ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ხელყუმბარა იპოვეს

დღეს, სოციალური ქსელით ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის სადარბაზოში მეზობელმა  ხელყუმბარა აღმოაჩინა:

,,შოკში ვარ. რომ არა ჩვენი მეზობელი ზურა, რომელმაც დღეს სკოლაში წამსვლელ ბავშვებს შემთხვევით დაასწრო ადრე ადგომა და სადარბაზოში გასვლა – არ ვიცი რა უბედურება გველოდა. სწორედ მან შეამჩნია მესამე სართულზე კართან, ხალიჩაზე ყუმბარა. “კალიცო” მოხსნილი იდო, რომ ვინმეს ფეხი გაეკრა და აფეთქებულიყო. ჩემი შვილები ლიფტით არ დადიან და ყოველ დღეჩაირბებენ იმ ადგილს. წარმოიდგინეთ იმ ადგილზე ბავშვს რომ გაევლო იმ კაცამდე. ან იმ სახლის მაცზოვრებელს რომ დაესწრო გარეთ გამოსვლა. ძალიან ცუდად ვარ ამაზე ფიქრით! ბავშვებს რამდენიმე წუთით დაასწრო ზურამ გარეთ გამოსვლა და კიბეებზე ჩამსვლელები უკან სახლში მოაბრუნა. პოლიცია და კრიმინალური ოპერატიულად მოვიდა და ახლაც მუშაობენ. აუცილებლად უნდა მიაგნონ იმ ცხოველს – ვინც ასე იმეტებს ხალხს და სამუდამოც ცოტაა მისთვის!”

ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close