ეკონომიკა

,,ამ ფულით 130 მინი–საწარმოს გაკეთება შეიძლებოდა…” -რაში იხარჯება 2017 წლის ბიუჯეტი?

,,გაინტერესებთ რაში იხარჯება 2017 წლის ბიუჯეტი?

1. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 5 მილიონ 330 ათასი ლარი. (2014 წელს სახელმწიფომ რელიგიური კონფესიების დაფინასება გადაწყვიტა. საქართველოს ბიუჯეტიდან მუსლიმური თემი, სომხური თემი, კათოლიკური თემი და იუდეური თემი ფინანსდება).

2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 2 მილიონ 460 ათასი ლარი. (სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია თავის დროზე სააკაშვილის მიერ შეიქმნა და სრულიად გაუგებარია დღეს მისი არსებობა).

3. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა 52 მილიონ 464 ათასი ლარი. (ამ თანხის დიდი ნაწილი იხარჯება ტაშ–ფანდურში საზღვარგარეთიდან ძვირადღირებული მომღერლების ჩამოსაყვანად).

4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა 16 მილიონ 84 ათასი ლარი და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა 42 მილიონ 411 ათასი ლარი. (განათლების სამინისტროს ტრენინგებში გადაყრილი ფული, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ისმის უკმაყოფილება, მასწავლებელთა 90% გამოცდებში ჩაიჭრის შესახებ).

5. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 1 მილიონ 215 ათასი ლარი (სრულიად ზედმეტი და არაფრის მაქნისია).

6. პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება 12 მილიონ 785 ათასი ლარი. (2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება გაიზარდა 11 პარტიიდან – 20-მდე). ეს ყველაფერი 130 მილიონი ლარი გამოვიდა და ამ ფულით სულ მცირე 130 მინი–საწარმოს გაკეთება შეიძლებოდა, სადაც ხალხი დასაქმდებოდა და ქვეყნის ბიუჯეტში იქით შეიტანდა ფულს…” _ აცხადებს „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close