საზოგადოება

,,ამ ბიზნესმენს დღესაც უწევს ბრძოლა თავისი უფლებების დასაცავად” – ზაზა ხატიაშვილი განცხადებას აკეთებს

     ზაზა ხატიაშვილი ანზორ ქოქოლაძის  დევნისა და  მისთვის ელიტ   ელექტრონიქსის  წართმევასთან  დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს:

,,მინდა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე,  გამოვეხმაურო ბიზინესმენ ანზორ ქოქოლაძის განცხადებას ელიტ ელექტრონიქსის უკანონო წართმევასთან დაკავშირებით, რომელმაც გამახსენა არც თუ შორეული წარსული, თუ როგორ ნახულობდა ბიზნესმენი კეთილ სიზმარს და მთელ ქონებას როგორ ჩუქნიდა სახელმწიფოს, ერთი და იგივე პროკურორის და ერთი და იგივე ნოტარიუსის მონაწილეობით. მურუსიძეების და ჩინჩალაძეების სასამართლო როგორ აკანონებდა უკანონობას და ბეჭედს არტყამდა ნებისმიერ საბრალდებო დასკვნას.

ჩვენ, ყველა ერთად, ვიბრძოდით, რომ დაგვესრულებინა სააკაშვილის რეჟიმი. თუმცა, თითოეული ჩვენგანის მოტივი არ იყო ის, რომ სააკაშვილს ან მის „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს“ ვერ ვიტანდით. არამედ, ჩვენი ბრძოლის მიზანი იყო, ერთხელ და სამუდამოდ აღგვედგინა და დაგვემკვიდრებინა სამართლიანობა,  ერთხელ და სამუდამოდ კანონი გამხდარიყო უზენაესი.

სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ სრულიად საპირისპირო მოვლენებს. ის პირები, ვინც აქტიურად მონაწილეობდნენ სააკაშვილის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო  დანაშაულებრივ საქმეებში ჯერაც არ დასჯილან და უფრო მეტიც, ახალი ხელისუფლების გარშემო შემოიკრიბნენ ან  დაწინაურდნენ.  სამართლიანობის აღდგენა კი, როგორც ჩანს, საერთოდ მოიხსნა პრიორიტეტებიდან. ადამიანები, რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ და გახდნენ რეპრესიების მსხვერპლნი, ჯერ კიდევ არ მომხდარა მათი რეაბილიტაცია და დაზარალებულად ცნობა. ივანიშვილის ფეოდალურმა რეჟიმმა გაათეთრა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი თითქმის ყველა სავარაუდო დანაშაული, დააკანონა მურუსიძეების სამართალი.

ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 25 000 მოქალაქემ მიმართა პროკურატურას  სამართლიანოების აღდგენის და იმ პროკურორების დასჯის  მოთხოვნით, რომლებიც ატერორებდნენ სამოქალაქო საზოგადოებას. ივანიშვილის რეჟიმმა ჩაიდინა  საოცარი სიბინძურე და მოქალაქეთა საჩივარი დააწერა იმ პროკურორებს, რომლებსაც საცოდავი მოქალაქე უჩიოდა. პროკურატურაში მისული მოქალაქეები გაოგნებული იყვნენ იმ პროკურორების ხილვით ვინც მათ ატერორებდა. ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლება ნაცვლად  საქმეების გამოძიებისა  გაურიგდა სააკაშვილის რეჯიმს.  ივანიშვილის ფეოდალურმა რეჟიმა არც ეს იკმარა და ქვყანაში გააჩინა ათასობით დაზარალებული მოქალაქე, საეჭვოდ გადაიწვა „ბავშვთა სამყარო“ და 11 ბაზრობა, არ ტარდება არცერთ საქმეზე ეფექტური გამოძიება,  მიდის მოქალაქეთა ტერორი როგორც ეს იყო სააკაშვლის რეჟიმის დროს.

გაოგნებული ვარ იმ მოვლენებით, რომელიც განვითარდა „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის მიმართ. ის იყო თითქმის ერთადერთი ბიზნესმენი, რომელიც საჯაროდ ამხელდა სააკაშვილის რეჟიმს და რომელსაც მთელი სააკაშვილის დანაშაულებრივი გუნდი დაუპირისპირდა.  დღეს, ეს ბიზნესმენი კვლავ არაა დაზარალებულად ცნობილი და დღესაც უწევს განცხადებების გაკეთება და  ბრძოლა თავისი უფლებების დასაცავად.

რადგან, აშკარად გამოკვეთილია გარკვეული ინტერესები და პროცესების შეგნებულად გაჭიანურება,  მე პირადად დავესწრები და აქტიურად დავაკვირდები პროცესებს თუ რამდენად ობიექტურად  წარიმართება სასამართლო პროცესები, რომელიც 24 ივლისს იწყება.  ჩვენ, აქტიურად გავახმაურებთ სასამართლო პროცესის მიმდინარეობას  როგორც საქართველოში,  ისე საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებში.

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close