საზოგადოება

,,ამუშავებულია აგენტთა (ბ….ის) სერიოზული ჯგუფები, რათა მარშამდე მოხდეს ორგანიზატორების დაკავება”

,,ქართველთა მარში”-ს საორგანიზაციო ჯგუფს!

ჩემს ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით ამუშავებულია აგენტების (ბ….ის) სერიოზული ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ჩვენს წამოგებას პროვოკაციაზე რათა მარშამდე მოხდეს ორგანიზატორების დაკავება – იზოლაცია, რაც გამოიწვევს ქართველთა მარშის ჩაშლას. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ არა მარტო ძალით, არამედ გონებითა და ჭკვიანური ნაბიჯებით უნდა შევძლოთ გამარჯვების მიღწევა. შესაძლოა სოციალური ქსელით ან პირადად მოგაყენონ შეურაცხყოფა, რასაც თქვენი ადექვატური რეაქცია მოყვება, ამას კი თქვენი ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებისთვის გამოიყენებენ. ეს არის ქართველთმოძულეთა დაკვეთა, რომლებსაც სურთ, ნებისმიერი ხერხით ჩაშალონ ქართველთა მარში, რადგან ეს აქცია მოუღებს ბოლოს ყველა მოღალატეს!!!

P.S. მალე აგენტ-პროვოკატორების გვარებს მომაწოდებენ, რომელსაც საჯაროდ ვაცნობებ საზოგადოებას” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სანდრო ბრეგაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close