მსოფლიო

ამერიკულმა მედიამ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების თემები დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს ყურადღების გამახვილებას სირიის კრიზისზე და უკრაინის კონფლიქტზე აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNNთეთრი სახლის წარმომდგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპს სურს ვლადიმერ პუტინთან სირიაში სამხედრო სიტუაცია და რუსეთის ბაშარ ასადისადმი მხარდაჭერა განიხილოს.

როგორც ამერიკული ტელეარხი იუწყება, ლიდერები შეხვედრაზე აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემას სავარაუდოდ არ შეეხებიან.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დიდი ოცუელის სამიტის ფარგლებში შედგება, რომელიც ქალაქ ჰამბურგში 7-8 ივლისს გაიმართება.

იმედი ნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close