პოლიტიკარედაქტორის გვერდი

,,ამერიკელი პარტნიორები დაარწმუნებენ საქართველოს, რომ საზღვაო ძალების არსებობა აუცილებელია”

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ მაისაიას თქმით, გაჩნდა პერსპექტივა, რომ ამერიკელი პარტნიორები დაარწმუნებენ საქართველოს, რომ საზღვაო ძალების არსებობა აუცილებელია.

“იმედია, რომ ამერიკელების პატრონაჟით მოხდება ამის განხორციელება ისე, როგორც “ჯაველინების” შესყიდვა, რაც ჩვენი დიდი სტრატეგიული გათვლების შედეგად კი არ მოხდა, არამედ ამერიკელების კარგი წნეხის შედეგად. ამ მიმართულებითაც, შესაძლოა, მოხდეს იგივე. ჩვენი სამხედრო უსაფრთხოება ამერიკელების ხელშია და კარგია, რომ ამერიკელების ხელშია”, – მიიჩნევს მაისაია.

ის ამბობს, რომ აშშ-ის სჭირდება შავ ზღვაზე გაძლიერება და ფსონი საქართველოზეც იდება, როგორც ნაკლები პოტენციალის, მაგრამ როგორც საზღვაო პორტების გამოყენების პერსპექტივის მქონე და როგორც დასაყრდენი ბაზების სახით.

“იმ დღიდან, რაც საზღვაო-სამხედრო ძალების გაუქმება ვიღაცას თავში აზრად მოუვიდა, ვამბობთ მეც და სხვა ექსპერტებიც, რომ მისი აღდგენა აუცილებელია. ახლა გვაქვს შანსი და როგორ გამოიყენებენ ამ შანსს ჩვენი დღევანდელი კლაუზევიცები, ეს უკვე მათი პრეროგატივაა.

“სამხედრო-საზღვაო ძალების აღორძინება აუცილებელია და ამ მიმართულებით უფრო ამერიკელების იმედი მაქვს, ვიდრე ჩვენი ქართველი “სტრატეგოსების”, – დასძენს მაისაია.

საქართველოს სამხედრო ფლოტის შექმნის შანსი უჩნდება
“ნატოში არის მზაობა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველო იყოს ჩართული”
ეკატერინე ბასილაია

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close