რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ნინო ბურჯანაძემ euronews-თან კვესიტაძის ,,თოქ-შოუ” შეაფასა-წამყვანი იყო არაობიექტური…

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო”-ს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ euronews-თან რუსთავი 2-ის გადაცემა „აქცენტებში“ მონაწილეობაზე ისაუბრა. გადაცემა გუშინ, 13 აპრილს გავიდა პირდაპირ ეთერში და რეზონანსულობით საზოგადოება აალაპარაკა. ხალხი ამბობს, რომ ბურჯანაძემ, ზაქარია ქუცნაშვილის მსგავსად, კვესიტაძე ბეჭებზე დასცა და წესით და რიგით, ამ ყოველივეს შემდეგ, წამყვანი გადაცემიდან უნდა წავიდეს. ნინო ბურჯანაძემ გვითხრა, რომ კითხვები რომლებიც წამყვანმა დაუსვა განგებ, არასწორად იყო შერჩეული, თუმცა კვესიტაძე ამ კითხვებს  თავადვე სცემდა პასუხებს და მე არ მაცდიდაო.

„მივესალმები, რუსთავი 2-ზე ჩემს მიწვევას გადაცემაში ვინაიდან ამის საშუალება მე იშვიათად მაქვს. ამ გადაცემიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ნინო ბურჯანაძის სასამართლო პროცესი. წამყვანი იყო არაობიექტური და კითხვები ჰქონდა არასწორად შედგენილი. ეს მაყურებელმაც კარგად დაინახა. როგორ შეიძლება, როდესაც 10 წლის წინანდელ აბებს იხსენებს და იქ არ ჩანს ჩემი პოზიცია საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, რასაც თითქმის ყოველ დარღვევაზე აღვნიშნავდი?“- განაცხადა ბურჯანაძემ

ნინო ბურჯანაძის თქმით, ასეთი ტიპის თოქ-შოუები სხვანიარად უნდა კეთდებოდეს და რესპონდენტს უნდა ჰქონდეს საშუალება, დასმულ კითხვაზე თავადვე გასცეს პასუხი.

„თოქ-შოუ” საქართველოში თითქმის არ არსებობს. როგორც გითხარით, რუსთავი 2-ზე  გუშინდელ გადაცემაში წამყვანი მისვამდა კითხვას და თავადვე სცემს პასუხს. ეს რა ,,თოქ-შოუა?” უნდა მქონდეს საშუალება, დასმულ კითხვას თავადვე გავცე პასუხი.  თუმცა პოზიტიურ იყო კვესიტაძის მხრიდან გადაცემაში დაპატიჟება და ნებისმიერ დროს, ნებიმიერი სახის გადაცემაში სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო შავერდაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close