რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ვინ არის უცხოელი მომღერალი, რომელმაც საქართველოს სკანდალური სიმღერა მიუძღვნა?

არც თუ დიდი ხნის წინ, ინტერნეტში დაიდო ახალი ირანულ სიმღერაზე გადაღებული კლიპი, რომელშიც ავტორი მოჰსენ ნამჯოუ მღერის საქართველოზე, როგორც ირანის ნაწილზე, რომელიც რუსეთმა წაართვა ირანს. სიმღერას კი შირმად კურტანიძის ის შეხვედრა უდევს, სადაც მან აბსოლიტური უპირატესობით სძლია ირანელ მეტოქეს. ავტორი კურტანიძის გამარჯვებას ეხმაურება სიტყვებით: რა გვაქვს გასაყოფი …

კლიპში მრავლადაა უხამსი სცენებიც და არალექსიკური სიტყვებიც. ნანახით და გაგონილით აღშფოთებულმა მნახველმა სასწრაფოდ მოითხოვა კლიპის დაბლოკვა. ასე, რომ ახლა მხოლოდ მისი მოსმენაღა შეიძლება, რა თქმა უნდა, ვიზუალის გარეშე. ალბათ მალე ჩაცხრება ამ კლიპზე ატეხილი აურზაურიც, რადგანაც არ არსებობს ბერკეტი, რომელიც მასზე ზემოქმედებას მოახდენს.

 ახლა კი რამოდენიმე სიტყვა მოჰსენ ნამჯოუზე მის შეურაცხყოფილ მსმენელებს. მოჰსენ ნამჯოუ არის ირანული როკის წარმომადგენელი. მომღერალი და სიმღერების ავტორი. დაიბადა 1976 წელს ირანის ერთ-ერთ პატარა ქალაქ ტორბეტე- ჯამში. მისი უნიკალური მუსიკალური სტილი ბლუზის და როკის ორგანულად შერწყმაშია ირანის ხალხურ მუსიკასთან. მის მიერ დაწერილი ტექსტებიც გამოირჩევა ორიგინალურობით. ერთი შეხედვით უცნაური გეჩვენება ირანულ ძველი ფარსის ენაზე დაწერილი კლასიკური ლექსების, საკუთარი ტექსტებისა და თანამედროვე ლექსების მიქსი.. ასევე საინტერესოა მანერები სიტყვის თავისუფლად, ირონიით, სარკაზმით გამოყენებისა, რითაც მას შეაქვს მუსიკა და შესრულების თავისუფალი სტილი თავის შემოქმედებაში. ტყუილად კი არ ეძახიან ნამჯოუს ირანელ ბობ დილანს.
მოხსენ ნამჯოუმ დიდი ხანია უკვე რაც დატოვა მშობლიური ირანი, ვინაიდან აიკრძალა მისი მუსიკა და კონცერტები მთელი ირანის მასშტაბით. ის იქნა დადანაშაულებული ყურანის ნაწყვეტის შეუფერებლად შესრულებაში, რომელიც გამოიყენა თავის სიმღერაში, რომელმაც ფაქტიურად შეურაცხყო და დასცინა წმინდანებს. სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლება აღუკვეთა. ვერდიქტი კი მის გარეშე გამოიტანეს, ვინაიდან ის იმჟამად იმყოფებოდა ვენაში, სადაც ახლაც განაგრძობს მოღვაწეობას.

 რამდენიმე ხნის წინ კი აღმოჩენილი იქნა მისი დედისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც იგი ბოდიშს იხდის და შენდობას ითხოვს: ირანელი ხალხის, ღვთისმსახურებისა და დედის წინაშე სიმღერის უხამსი შინაარსის და მისი გავრცელების გამო. მისი ადვოკატი კი დარწმუნებულია, რომ განაჩენი საჭიროებს ხელახლა გადახედვას.

ნანა ჯოხარიძე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close