რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ამერიკელების კომისია არკვევს, რა ბედი ეწია USAID -ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ გრანტებს”

თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ 2017 წლის 5 აპრილს აშშ–იდან თბილისში ჩამოვიდა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია, რომელიც სწავლობს  USAID მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მილიონობით დოლარის ამერიკული გრანტის ,,ბედს”. ჯგუფი უკვე შეუდგა საქმიანობასო.

ანზორ საკანდელიძემ ამის შესახებ ჯერ კიდევ 25 მარტს განაცხადა:

,,პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია «იუსაიდის» მიერ
საქართველოსთვის გამოყოფილი მილიონობით დოლარის
ამერიკული გრანტების შესწავლას იწყებს.
ამის შესახებ მეორედ განაცხადა 2017 წლის 25 მარტს ხარისხის სატელევიზიო არხზე გამოსვლისას ამერიკაში მცხოვრებმა ღირსეულმა ქართველმა პატრიოტმა, ჩვენი ლეგენდარული მოჭიდავის გივი კარტოზიას ძმისშვილმა, დავით კარტოზიამ, რომელიც 24 წელიწადია ამერიკაში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობა არ დაუთმია პრივილეგიების მისაღებად. ის აქტიურად უჭერდა მხარს ტრამპის გაპრეზიდენტებას და დღეს ახლო ურთიერთობა აქვს მის ადმინისტრაციასთან.
როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა უკვე აპრილის თვეში საქართველოში ამერიკიდან ჩამოვა სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც დაწვრილებით გამოიძიებს ამ გრანტების გაცემისა და მოხმარების კანონიერებას შევარდნაძის წლებიდან დაწყებული დღემდე. ყველაზე მეტი დარღვევები მოსალოდნელია სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებზე, როცა ამ გრანტების საქართველოსთვის გამოყოფის ლობირების დოკუმენტები ხელმოწერილია უშუალოდ სენატორ მაკ-კეინის მიერ, რის გამოც ორივე ეს პიროვნება ეწინააღმდეგება ამ კომისიის ჩამოსვლას საქართველოში. სააკაშვილი კი თურმე სრულიად არაადექვატური გახდა და გაიძახის, რომ ეს გრანტები საქართველოში შემოსულია არა ამერიკიდან, არამედ რუსეთიდანო!
მოკლედ, საერთაშორისო მასშტაბით იარაღისა თუ ნარკოტიკების ვაჭრობის სკანდალებში ჩახუტებული მაკ–კეინ–სააკაშვილის დუეტი ახალ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. ამიტომ მათი რეაქცია ამ საგამოძიებო კომისიის საქართველოში ჩამოსვლაზე გასაგებია, მაგრამ გაუგებარია ამერიკაში საქართველოს საელჩოს რეაქცია, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება კომისიის ჩამოსვლას. რატომ? ამ კითხვას თავისი ქმედითი რეაქციით ადეკვატური პასუხი უნდა გაცეს ჩვენმა კარიკატურა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელსაც დღემდე არ ჯერავს, რომ ის ნამდვილად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია!
«იუსაიდის» ამ სკანდალთან დაკავშირებით მახსენდება ერთი საინტერესო ისტორია, როცა 2006 წელს ნაციონალებმა დანაშაულებრივად გააუქმეს 1999 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით მიღებული მცირე მეწარმეობის, ანუ დასაქმების ერთადერთი კანონი, მაშინვე ავიკელით პრესა და ტელევიზია საპროტესტო წერილებითა და გამოსვლებით. 2008 წელს ხელისუფლება იძულებული გავხადეთ ჩვენს მიერ დამუშავებული მცირე მეწარმეობის აღდგენა–განვითარებისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების უნიკალური კომპლექსური პროგრამის დასაფინანსებლად (რაზედაც მე–5 წელიწადია ოცნებისტები უარს აცხადებენ!) 2009 წლის ბიუჯეტში გამოეყოთ 21 მილიონი ლარი.
 სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ (რადგან ამ პროგრამის ამოქმედებით შეიძლება ნაციონალებს 2012 წლის არჩევნები მოეგოთ), ეს 21 მილიონი ლარი დაიხარჯა არამიზნობრივად, რაც ჩვენ სააკაშვილის სახელზე მიწერილი ოფიციალური წერილით მწვავედ გავაკრიტიკეთ და ვითხოვდით ჩვენი პროგრამის ამოქმედებას.
ეს წერილი დაეწერა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ურუზმაგ ქარქუსოვს, რომელიც აღტაცებული დარჩა ჩვენი პროგრამით და პირდაპირ მითხრა: მოსახლეობის დასაქმებისათვის ეს პროგრამა არის ექიმის მიერ გამოწერილი წამალი და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროგრამა სასწრაფოდ ამოქმედდეს. ვეცდებით ყველაფერი აქვე, ჩვენს სამინისტროში მოვაგვაროთ და თუ სააკაშვილის ჩარევა დაგვჭირდება, მასაც ჩავრთავთ. მე მასთან მიმესვლებაო.
ჩვენ დავიწყეთ ინტენსიური შეხვედრები და სულ უფრო რეალური ხდებოდა პროგრამის ამოქმედების პერსპექტივა. ეს საშვილიშვილო საქმე ჩაშალა პოლიტიკურ–ეთნიკური სიტუაციების გამწვავებამ და, რაც მთავარია, ბატონი ურუზმაგის სენსაციურმა, წამოუდგენელმა, მაგრამ მართალმა განცხადებამ საქართველოში «იუსაიდის» საქმიანობის შეფასების შესახებ, რომელიც დახლოებით ასე მახსენდება:
საქართველოში «იუსაიდის» მოღვაწეობა არ არის სასარგებლო და, პირიქით, უსარგებლოა, რადგან არც ერთი მისი პროგრამა არ მიდის ბოლო შედეგამდე და მთავრდება იქ, სადაც იმედია ეკონომიკური სარგებლიანობის შედეგს მივაღწევთ. ამ იმედით ჩვენ ვიღებთ ახალ გრანტებს, დახმარებებს, კრედიტებს, მაგრამ პროგრამა კვლავ ჩერდება იქ, სადაც ეკონომიკური შედეგი უნდა დადგეს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ეკონომიკური შედეგები კი არ დგებაო.
ცხადია, ურუზმაგ ქარქუსოვს ხელისუფლების მხრიდან «იუსაიდის» ასეთი კრიტიკა არ აპატიეს და სამსახურიდან დაითხოვეს, მაგრამ ამ კრიტიკამ კეთილი ნაყოფი შეიძლება ახლა მაინც გამოიღოს. შემოწმების შემდეგ, ალბათ, «იუსაიდის» პროგრამებიც გადაიხედება, მხედველობაში მიიღება ბატონი ურუზმაგის კრიტიკაც და პროგრამები მივა კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებამდე. გარდა ამისა, «იუსაიდის» საგრანტო დაფინანსებიდან, ამ გრანტების გამანაწილებელ ორგანიზაციას მოსალოდნელია 30%–ის ნაცვლად, რომელიც საქართველოს აბსოლუტურად არ ხმარდებოდა, მოხმარდება მაქსიმუმ 5% და დარჩენილი 25% მთლიანად დაემატება საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანისა და გადამუშავების სამრეწველო დარგების რეალურ აღორძინებას, რადგან «იუსაიდის» პროგრამები ძირითადად გათვლილია სწორედ ამ დარგების დასაფინანსებლად.
თუ «იუსაიდის» პროგრამები წარიმართება ჩვენს მიერ დამუშავებულ–დაპატენტებულ პროგრამებთან კომპლექსში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს შეექმნებათ მართლაც იდეალური სამეწარმეო პირობები: ძირითად ფონდებს შეიძენენ «იუსაიდის» საგრანტო დაფინანსებით, საბრუნავ სახსრებად გამოიყენებენ აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებულ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს და სამეწარმეო–საგადასახადო ვალდებულებებს გაანაღდებენ ჩვენს მიერ დამუშავებული საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებით!
ყოველივე ეს აუცილებლად უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი ასობით ახალი საწარმოს გარანტირებულ მოგებაზე ამუშავებას, სადაც ათასობით მუშა დასაქმდება, რომლებიც, თავის მხრივ, ავტომატურ რეჟიმში, ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, არასამეწარმეო ბიზნესებში 5–ჯერ მეტ მუშა–მოსამსახურეს დაასაქმებენ და ქვეყანაში დაიწყება კატასტროფული უმუშევრობის რადიკალური შემცირება. რაც მთავარია, გაჩნდება საწარმოო მოთხოვნები ჩვენი მიწების, სავარგულებისა და ტყეების გამოყენებაზე ჩვენს მიერვე, რაც პრაქტიკულად ნულზე დაიყვანს ამ ეროვნული სიმდიდრეების მიყიდვას უცხოელებზე”.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close