,,ჯერ სოფელზე უცხოეთიდან შემოსული თანხები დაუბრუნეთ გლეხებს და მერე მოსთხოვეთ პასუხი მიწის დამუშავებაზე”
,,მიწა თავისით არ მუშავდება"
,,ჯერ სოფელზე გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსები და უცხოეთიდან ფერმერებისთვის შემოსული მილიარდიანი თანხები დაუბრუნეთ გლეხს და მერე მოსთხოვეთ პასუხი მიწის დაუმუშავებლობაზე. მიწა თავისით არ მუშავდება. P.S ეს დეპუტატი ვიღა ტიკი–ტომარაა საერთოდ?” _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბეჟან წაქაძე ფიქრობს, რომ მესაკუთრეებისთვის, რომლებიც არ ამუშავებენ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწას, უნდა დაწესდეს ე.წ. მოცდენის გადასახადი.
“მოცდენის გადასახადი უნდა დაწესდეს, ჩემი აზრით, გარკვეული მიმართულებით, რომ მიწის მესაკუთრე, რომელიც ფლობს მიწას და არ ამუშავებს წლების განმავლობაში, ამას, აუცილებელია, გარკვეული გადასახადი დაწესდეს.
თუმცა არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ, აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის და იმისათვის, რომ რესურსი გამოვიყენოთ დროულად, სწრაფად და ეფექტურად”, — განაცხადა წაქაძემ.
ამ ინიციატივით წაქაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართა. დავითაშვილი დღეს, მინისტრის საათის ფარგლებში, პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.