საზოგადოება

მოსამართლე, რომელმაც პროკურატურას ტვ 1-ში შესვლის უფლება მისცა, მოსამართლე არასდროს ყოფილა

,,2020 წლის 1 დეკემბრამდე გამომძიებლად და პროკურორად მუშაობდა"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ფბ-ის საკუთარ გვერდზე წერს პოსტს მოსამართლეზე, რომელმაც პროკურატირას მისცა უფლება ტვ პირველში შევიდეს.
,,ვინ არის მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი, რომელმაც ტვ პირველთან დაკავშირებით განჩინება გამოიტანა.
გახსოვთ ალბათ ნოემბერში რომ ავტეხე განგაში ღამით დანიშნულ 36 მოსამართლეზე, მათ შორის იყო ლაშა კლდიაშვილიც. მაშინ არ არსებობდა იმის აუცილებლობა, რომ იუსტიციის საბჭოს ამ რეჟიმში მიეღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
სულ რაღაც 3 თვეა რაც ლაშა კლდიაშვილი მოსამართლეა – 2020 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგა სამოსამართლო საქმიანობას, იქამდე მოსამართლე არასოდეს ყოფილა.
მას აქვს გამომძიებლად და პროკურორად მუშაობის გამოცდილება. მოსამართლედ დანიშვნამდე იყო შსს-ს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ლაშა კლდიაშვილის ბიოგრაფია: http://hcoj.gov.ge/…/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close