რატომ გახდა საჭირო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა?
მარიკა არევაძე, ადვოკატი:
_ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები და არ იფიქროთ, რომ ჯარიმების ოდენობა შემცირდა, არა, ორი შემთხვევისთვის განისაზღვრა ჯარიმა, კერძოდ:
1. 42 (10) მუხლი – იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 10 000 ლარით დაჯარიმებას;
2. 177 (15) მუხლი – საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა. ასეთ შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 3 000 ლარია, ხოლო იურიდიულისთვის 15 000 ლარი.
❗️❗️❗️ ანუ სანქცირება მოხდება ორ შემთხვევაში: ერთი – იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა საგანგებო რეჟიმის დროს და მეორე – იგივე წესების დარღვევა, მაშინ როდესაც არ იქნება საგანგებო რეჟიმი.
➡️➡️➡️ ცვლილება შევიდა ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ:
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (10) მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის სახდელდადებული პირის მიერ განმეორებით დარღვევა ისჯება – შინაპატიმრობით 6თვიდან 2 წლამდე ვადით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
2. საგანგებო ან საომარი რეჟიმის დარღვევა, ამისათვის უკვე სახდელდადებული პირის მიერ ისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
❌❌❌ ცვლილებები უკვე დამტკიცებულია, პრეზიდენტის ხელმოწერა და გამოქვეყნება აკლია. ძალაში შევა 2020 წლის 02 მაისიდან.
უფრო გარკვევით, აღნიშნული ცვლილებები ასე იშიფრება:
– ჯარიმები არ შემცირებულა;
– სანამ დეკრეტით საგანგებო რეჟიმში ვართ, ჯარიმები ისევ ფიზიკური პირისთვის 3000 და იურიდიულისთვის 15 000 ლარია. განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა, ფიზიკური პირისთვის პატიმრობა და იურიდიულისთვის უკიდურესი სასჯელი ლიკვიდაციაა;
– დეკრეტის მოქმედება რომ დასრულდება ანუ საგანგებო რეჟიმი გაუქმდება, მერე წესების დარღვევისთვის ისევ იქნება ჯარიმა და ეს იქნება ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 2000 ლარი და იურიდიულისთვის 10 000 ლარი.