საზოგადოება

,,მინისტრებთან ჩემი ოჯახის წევრების არევას, არავის ვურჩევ”

,,გინების კორიანტელი იყო, როცა ჩემმა შვილმა გინესის რეკორდი დაამყარა"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარზე სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს:
,,რაც შეეხება ჩემი ოჯახის წევრებს, მინისტრებთან მათ არევას არავის ვურჩევ, რადგან მათ და ჩემს ნათესავებს თვითონ ჰქონდა აკრძალული მინისტრებთან ურთიერთობა.
მაგალითად, ბაკურიანში ვიყავი, შვილთან ერთად, საბაგიროზე და ისეთი გინება წამოვიდა გვერდით საბაგიროდან, რომ ჩემი დაცვის წევრმა მკითხა, ხომ არ მივიდე და დაველაპარაკოო, მე ვუთხარი – არც გაბედოთ!
სხვათა შორის, გინების კორიანტელი იყო, როცა ჩემმა შვილმა გინესის რეკორდი დაამყარა, მაგრამ გაგიგიათ ოდესმე, რომ ჩემი დაცვის წევრი ვინმესთან მისულიყო?
რაც შეეხება დედაჩემს, მე ვკითხე და ერთადერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა, როცა ანსამბლებისთვის რამდენიმე გასტროლს ამზადებდა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნება ოლიგარქიული რეჟიმის სტილია, რომელსაც ”ქართული ოცნების” ცხრა წლიანი მმართველობის განმავლობაში ვხვდებით.
კომენტარი ზედმეტია ამ გაურკვეველ ბოდვაზე, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ 2011 წელს ხელისუფლებას ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა – როცა ოლიგარქი, გაზპრომის აქციონერი პოლიტიკაში მოსვლას ცდილობს, წერილს წერილზე წერს და არავინ დაინტერესდა ხელისუფლებიდან, ვინ ვის აკაჩავებდა?
თუ მაშინ ეს არსებობდა და შესაბამისმა ორგანოებმა არაფერი გააკეთეს, ეს ნიშნავს, რომ მაშინ სისტემა ჩამოშლილი იყო და ეს რომ ასე არ იყო, მე მგონი ცხადია.
➡️ ქვეყანას სჭირდება – საყოველთაო ეროვნული შერიგება!
➡️ 2012 წლის კატასტროფა (”ქართული ოცნების” მოსვლა) 2021 წლის შერიგებამ (”ქართული ოცნების” წასვლამ) უნდა გადაწონოს.
➡️ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მივიღოთ, რათა ”ფულიანი ბიძა” ქვეყანას არ მოაჯდეს.
➡️ ხელისუფლებას ხალხის უნდა ეშინოდეს, ასე კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
 მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გავიდა “დღის სტუმარში”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close