სამართალი და კრიმინალი

ბათუმის კონფერენციაზე ციფრული ეკონომიკის სფეროში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების საკითხი განიხილეს

ციფრული ეკონომიკის სფეროში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების საკითხი განიხილეს კონფერენციაზე ბათუმში. ორდღიანი ღონისძიება ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტისა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გახსნა.
🔹კონფერენციაში ადვოკატთა ასოციაციის შრომის კომიტეტის წევრები, უზენაესი სასამართლოსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, სახალხო დამცველისა და შრომის ინსპექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
🔹შეხვედრის ფარგლებში ისეთი საკითხები განიხილეს როგორებიცაა:
➡️ ციფრულ ეკონომიკაში დასაქმება საქართველოში და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა;
➡️ციფრულ ეკონომიკაში დასაქმების პერსპექტივები საქართველოში, შრომითი ურთიერთობების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები და პრაქტიკა;
➡️ციფრულ ეკონომიკაში დასაქმებულ პირთა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები და პრაქტიკა;
➡️ციფრულ ეკონომიკაში დასაქმებულ პირთა შრომის უსაფრთხოების დაცვა;
➡️სახალხო დამცველის პრაქტიკა ციფრულ ეკონიმიკაში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად;
🔹კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა ციფრულ ეკონომიკაში დასაქმებულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით ადვოკატირების გეგმაზე იმსჯელეს, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს, კოლექტიურ მოლაპარაკებებსა და აღსრულების მექანიზმებს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close