სიღნაღის ამბები
ნუკრიანში, რაგბის მოედანზე ერეკლე მეფე გამოჩნდა
თეატრალიზებულმა სანახაობამ ქიზიყელ მაყურებელს ცრემლი მოჰგვარა- რა უძღოდა წინ ,,ქიზიყის ფარის" ახლადდაფუძნებულ ტურნირს

სიღნაღში, ნუკრიანში, დაფუძნდა ტურნირი რაგბიში სახელწოდებით- ,,ქიზიყის ფარი”… ტურნირის გახსნა თეატრალიზებული იყო – მოედანზე ერეკლე მეორემ (პატარა კახმა) შემოაგელვა ცხენი რამდენიმე მეომართან ერთად და მონაწილეებს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა. შთამბეჭდავმა სანახაობამ რაგბის ფანებსა და მაყურებელს თვალზე ცრემლი მოჰგვარა.