საზოგადოება

ჰეიდარ ალიევის მემორიალს წითელი საღებავი შეასხეს

თბილისში, მტკვრის სანაპიროზე აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის მდებარე ჰეიდარ ალიევის მემორიალს წითელი საღებავი შეასხეს.

წითლად შეღებილი მემორიალის ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ჯერჯერობით უცნობია  მომხდარის მიზეზი და ისიც, უკავშირდება თუ არა აღნიშNული ფაქტი რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხდებენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსადაა ცნობილი. მუხტარლი ოჯახთან ერთად თბილისში 2015 წელს დასახლდა. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გუშნვე გახდა ცნობილი, რომ ჟურნალისტი ბაქოშია დაკავებული

აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტი აზერბაიჯანის საზღვრის უკანონ გადაკვეთისას დააკვეს. მას ბრალი სამი მუხლით წაუყენეს: სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close