მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას ბრიფინგი ჩაშალეს.
“მთავარის” პრესკლუბში, სადაც მერაბ ქვარაია ბრიფინგს მართავდა, მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები მივიდნენ. აქტივისტებმა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს მოსთხოვეს პასუხის, – თუ რატომ არ დაუჭირა მხარი საარჩევნო სისტემის პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტს.
მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები უმრავლესობის დეპუტატს, პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მიოსცეს. ,,ყველგან მივალთ, სადაც მაჟორიტარები მივლენ და დავუსვამთ კითხვებს. ჩვენ ვართ ორგანიზაცია ,,გაბედე”.
“თქვენი პარტიული ლიდერები ამ დავალებით თქვენ გაგზავნიან, ჯობია რომ ისინი მოვიდნენ და თითოეულ მათგანთან გვექნება სერიოზული კითხვები,” – მიმართა მერაბ ქვარაიამ მოძრაობა “გაბედეს” წევრებს.