საინტერესო

ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-6 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში +27, +32 გრადუსი იქნება.
7 – 11 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
ჰაერის ტემპერატურა 7 – 9 ივნისს დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 10 -11 ივნისს 2 – 4 გრადუსით დაიკლებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close