რუსთაველზე მისული მოქალაქეები დღეს სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ. მათ ხელში ეკავათ რუსთავი -2 -ის დროშები და გაშლილი ხუთი თითით იღებდნენ ფოტოებს. რუსთავი -2 ჩვენია, აცხადებდნენ ისინი, თუმცა მის ხელში ჩასაგდებად ომი კვლავ გაგრძელდებაო.

„აიპრესი”-ს ჟურნალისტმა, ერთ-ერთ მონაწილეს საკმაოდ დროული კითხვა დაუსვა: „გახსოვთ თუ არა ნიკა გვარამიას განცხადება ტელეკომპანია „იმედთან” დაკავშირებითო? აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა მას უპასუხა:

„ჩემი აზრით, „იმედი” დასარბევი იყო, რადგან ის იყო პუტინის კაკებეს ტელევიზია. „იმედი” ეწეოდა აგიტაციას, რომ  გამოსულიყო ხალხი და დაემხოთ მთავრობა“.

სად იწყება და სად მთავრდება ე.წ. „სიტყვის თავისუფლება“ საქართველოში, ალბათ, ამ კომენტარიდანაც ნათლად ჩანს!

კომენტარები
Загрузка...