რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ნანა ჯოხარიძე: ამას ჩვენებურად მგონი პროვოკაცია ჰქვია…

„ეს გადაადგილების საშუალება თბილისის ერთ-ერთ უბანშია გაჩერებული.საინტერესოა, ამვლელ- ჩამვლელს არ უჩნდება შეკითხვა, რატომ აწერია ასეთი დაგვიანებული მოწოდება სანომრე ნიშანზე?     მიუხედავად იმისა, რომ ცხვირწინ ყოველ შაბათ-კვირა თითო კაცს მაინც გვტაცებენ, არავის მოსვლია აზრად, რომ ასეთი ტრაფარეტები გაეხმოვანებინა… ამას ჩვენებურად მგონი პროვოკაცია ჰქვია, არა?!

არ ვიცი, ამის პატრონი ფიქრობდა რამეს თუ საერთოდ არაფერს არ ფიქრობდა, როდესაც ასეთ წარწერებს უკეთებდა თავის ტრანსპორტს, მაგრამ ერთი რამის თქმა შეიძლება, ამას მოყვარე და მორწმუნე ადამიანი არ ჩაიდენდა. კითხვები კი მაინც აქტუალური რჩება: ვინ არიან მისი ავტორები? ვის აწყობს დღეს ქვეყანაში ქაოსი და უწესრიგობა?

ვის და სულგაყიდულ ადამიანებს, რომლებსაც არც ერი უყვართ, არც ბერი და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან. „მოკალი ოკუპანტი!”- ალბათ ეს მოწოდებაც ვიღაცის გასაღიზიანებლად არის საჭირო, რომ მერე ყველაფერი ისევ ჩვენ დაგვაბრალონ. სანამ ომი იყო, ამნაირები მგონი დედის ან ცოლის კალთას ეფარებოდნენ და ომის დაწყებაც კი საკუთარი ერის ახირებად ჩაითვალეს და ახლა, მშვიდობიან პერიოდში, როცა აგერაა ვიზალიბერალიზაცია წარმატებულად უნდა დამთავრდეს, პროვოკაციებს აწყობენ.

 რუსეთი მავთულხლართების იქითაა ჩასაფრებული და მიზეზს ელოდება, რომ რამენაირად შხამიანი საცეცები კიდევ უფრო ღრმად შემოყოს. ამნაირები და ამისთანები კი „მოკალი ოკუპანტიო “, ღიად  გამოდიან. უკვე გასაგებია ვის წისქვილზე ასხამენ წყალს. ძალით ძაბავენ სიტუაციას და ამით რომ მტრები ისარგებლებენ, ვითომ არ იციან? იციან და ალბათ დიდი მოლოდინიც აქვთ ჩინ-მენდლებისა … აი, რა მოაქვს კოჰაბიტაციას …მედროვეებო, თქვენი დრო მოვიდა, ააფრიალეთ დროშები, არაფრისა მოგერიდოთ..“ _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი, ნანა ჯოხარიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close