პოლიტიკა

ვახტანგ მაისაიას პოლონეთის საპატიო ექსპერტის და პროფესორის წოდება მიანიჭეს

   დავით ნემსაძე,არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი:
  _ პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას – ერი ცნობს, ხელისუფლება – არა, მას ,,ნატო“-ც კარგად ცნობს, საქართველო ევროპული კურსი – არა.   მან უკვე გამოაქვეყნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი საერთაშორისო დონის ანალიზი და შეტევის სქემები ტაქტიკური რუკებით, მხარეების სუსტი და ძლიერი მახასიათებლები სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეფასებით პოლონეთის წამყვან სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალში ,, ტერიტორიული თავდაცვა და მათი როლი თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებში“.
  შევახსენებთ, რომ აღნიშნული ჟურნალი პოლონეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს ეგიდით გამოდის და რეცენზიებიც ამავე ქვეყნის საექსპერტო საზოგადოებამ და ნატოს გენერლებმა გააკეთეს.
ვახტანგ მაისაია იქ საქართველოს წარმომადგენლად იყო მიწვეული როგორც სამხედრო-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. აღნიშნული სტატიის შემდეგ მას პოლონეთის საპატიო ექსპერტის და პროფესორის წოდება მიანიჭეს.
 როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი აქტიურად ვარ ჩართული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვაში და სავსებით ლეგიტიმურია ჩემი კითხვები ხელისუფლების მიმართ:
 1.გასაგებია, რომ ტირანული რეჟიმი დავგმეთ, მაგრამ თუ ეს რეჟიმი რეალურად დაიგმო და არა ფასადურად, რაც გამოიხატება ცალკეული პირების მიმართ მხოლოდ პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებაში, რატომ არ მოხდა მათი რეაბილიტაცია?
 2.კარგია, რომ ნატოსკენ მივისწრაფით, მაგრამ თუ მართლა დასავლური კურსი გვაქვს, რატომ უარვყოფთ ისეთი რანგის ექსპერტს, რომელსაც ნატო მადლობის წერილებს უგზავნის?
 3. ნუთუ მართლა მოგეძებნებათ ვახტანგ მაისაიაზე უკეთესი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი, რომელსაც საერთაშორისო სარბიელზე თავდაცვის ადა უსაფრთხოების მიმართულებით ამხელა აღიარება აქვს?
 4. დრო მიდის, იცვლება გეოპოლიტიკა შეხედულებები და მიდგომები, მაგრამ ბიუროკრატიასა და ნეპოტიზმს ვერ გასცდა სახელმწიფო და ხელისუფლება. თუ სინთეზში არ იქნა ანუ თუ ხელისუფლება არ მოქმედებს სახელმწიფოებრივად, საინტერესოა, წინსვლა როგორ უნდა მოხდეს?

 

„ევრონიუს ჰოლდინგი“ ულოცავს ბატონ ვახტანგს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და უსურვებს წარმატებებს.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close