საზოგადოება

,,მოსამართლეები სიყალბეებს ისე ჩადიან, რომ არც კი ცდილობენ ფორმალობა მაინც დაიცვან”

,,საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველაფერი მოსულა"

ამაზრზენი, მიუღებელი და დაუშვებელია, როცა სასამართლო და მოსამართლეები ჩადიან სიყალბეს და დანაშაულს. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველაფერი მოსულა და მოსამართლეებს ყველაფერი ეპატიებათ, რადგან დაუსჯელობის სინდრომი უმძაფრებთ განცდას, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. თან მოსამართლეებს ტაშისმკვრელებიც ხომ ბევრი ყავს არა მარტო ხელისუფლებიდან, არამედ ადვოკატთა კორპუსიდანაც საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ნოემბერის ბოლოს ქვეყანაში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა და 2021 წლის 1 იანვრიდან , 15 იანვრის ჩათვლით გამოაცხადა ოფიციალური დასვენება საჯარო სექტორისთვის . 15- 16 იანვარი დაემთხვა შაბათ- კვირა და მუშაობა, განახლდა 2021 წლის 17 იანვარს. სასამართლოები არ მუშაობდა, იხილებოდა მხოლოდ აღკვეთის ღონისძიებები და სამართალდარღვევების საქმები , რომლებიც კონკრეტულ ვადებში უნდა განხილულიყო. არცერთი არსებითი საქმე არ განხილულა დასვენების დღებში და კორესპონდენციებსაც კი არ იღებდენ სასამართლოები. მიუხედავად ზემოთქმულისა, ჰოი საოცრება და დასვენების დღეებში თითქოსდა უზენაესი სასამართლო მუშაობდა. 2001 წლის 4 იანვარს ვითომცდა შეიკრიბა უზენეასი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატა და იმსჯელა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და დაუშვებლად გამოაცხადა ჩემი საკასაციო საჩივარი. მოსამართლეები სიყალბეს ისე ჩადიან, რომ არც კი ცდილობენ ფორმალობა მაინც დაიცვან. სანამ გვეყოლება ყველაფერზე წამსვლელი და მკადრებელი მოსამართლეები ქვეყანას არაფერი ეშველება. აუცილებელია ცვლილებები.

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close