რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ჯეჯე და კუპონა გალაკტიონის წინააღმდეგ!”

,,ის რაც თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, სწორედ ის არის ლექსი…
ის ქვეყანა შევარცხვინე, სადაც თქვენ და ჯეჯელავას ნაირები, -დიდ გალაქტიონს განიხილავთ და მის პოეზიას ახარისხებთ, იმის მიხედვით, – თუ როდის დაწერა გალაქტიონმა ლექსი, ფხიზელ თუ მთვრალ მდგომარეობაში?!… გალაქტიონმა მთელი თავისი შემოქმედება “მთვრალმა” შექმნა და მსოფლიო გენიოსთა შორის, სწორედ თავის შემოქმედებით დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი…. აი, თქვენ კი საქართველოს ისტორიაში, – რომან-კუპონას სახელით მოხვდით და ჯეჯელავა კიდევ, ჯეჯე-კომბლეს სახელით მოხვდება, იმიტომ რომ, თქვენ ცარიელი ადგილები ხართ ქართულ პოლიტიკაში და საინტერესოა, რას დაგახრიგინებენ აღმა-დაღმა ცარიელი კასრებივით, შენც და ჯეჯესაც?…. იმედია, თქვენი გადამზიდავებიც მალე გაქრებიან ქართული პოლიტიკიდან.. იმედია!” _ წერს ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. მინისტრმა თქვა, რომ გალაქტიონის რამდენიმე ლექსი, სასწავლო პროგრამიდან უნდა ამოიღონ, რადგან ის შეიცავს უზუსტობებსო.

რომან გოცირიძე:

„მონტევიდეო ურუგვაის დედაქალაქია. შეუძლებელია ქალაქს ხელთათმანი ეკეთოს, თანაც ვიწრო.

სრულიად ვეთანხმები განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დღევანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ გალაკტიონის ის ლექსები, რომლებიც შეიცავენ უზუსტობებს და რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს დაწერილი, უნდა ამოიღონ სასწავლო სახელმძღვანელოებიდან.

„ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით”.
მართლაც, იისფერი თოვლივითაა!“, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close