განათლება

“ჯეჯელავას განცხადებით, სოფლებში საბუნებისმეტყველო საგნების არაკვალიფიცირებული მასწავლებლები არიან”

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სოფლის სკოლებში საბუნებისმეტყველო მიმართულების პედაგოგების კვალიფიკიაციის პრობლემა დგას.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

“ძალიან საინტერესო რამ გამოიკვეთა, მაგრამ მე ხაზს გავუსვამდი სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეების შედეგიანობაში ძალიან დიდ განსხვავებას. ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება. რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურის საკითხები და სხვა,” – განაცხადა განათლების მინისტრმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close