ჯემალ სეფიაშვილი შვილის პირადზე
„ცისანა გათხოვდა მესამედ... ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება“

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი გადაცემა „სიცრუის დეტექტორს” სტუმრობდა, სადაც მესამედ შექმნილ ოჯახსა და თავის ბედნიერებაზე ისაუბრა. გადაცემაში სტუმრად ცისანას მამა, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილიც იყო მიწვეული, რომელმაც აღნიშნა:
.
-ყველა მამას ვუსურვებ, რომ შვილები ბედნიერები ნახონ. არც ერთი ქალი არ თხოვდება მეორედ და მესამედ იმიტომ, რომ ბედნიერებას გაურბის, პირიქით, ბედნიერებას ეძებს. რა ბედნიერება და რა სიხარულია, როცა იმ ბედნიერებას იპოვის. ცისანა გათხოვდა მესამედ.
სხვათა შორის, არაერთხელ მაქვს ნათქვამი ინტერვიუებში, რომ მინდა, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი. ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება. არ უნდა გაექცეს ბედნიერების ძებნას, – განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა.