საზოგადოება

ჯანდაცვის კომიტეტმა მარიხუანაზე სასჯელის შემსუბუქებას მხარი დაუჭირა

ცვლილებები, რომელიც მარიხუანაზე სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ გააცნო.
“აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მარიხუანისა და კანაფის შეძენა-შენახვისთვის დეკრიმინალიზაციას არ ითვალისწინებს. ის ასევე არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მოხსნას ანუ, ლეგალიზაციას. ეს არის მხოლოდ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, რაც სასჯელის ან ადმინისტრაციული სასჯელის შემსუბუქებას გულისხმობს.” – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ კანონმდებლობაში ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოამზადა, რომლიც მიხედვით, კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვის, გადაზიდვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გაუქმდება და 500-ლარიანი ჯარიმა 300ლარამდე შემცირდა.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close